დღეს მე-18 კინოფესტივალის დახურვაა
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

9 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ ნაწილს ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე" პრემიერა დახურავს.
ფილმის ჩვენებამდე კი ფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები გამოვლინდება. კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც, ტრადიციულად, ევროპელი რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმია წარმოდგენილი, წელს ქართველი რეჟოსორის ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედაც" მონაწილეობს.

წლევანდელ საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმებია:

1. ბრაზილიელები - ჩაბა მ.კისი/გაბორ როჰონი, უნგრეთი, 2017, 95'

2. წყეული ზაფხული - პედრო კაბალეირა, პორტუგალია, 2017, 127'

3. ვარდნა - მარინა სტეპანსკა, უკრაინა, 2017, 105'

4. ყორნები - იენს ასური, შვედეთი, 2017, 107'

5. ხარაჩოები - მათან იაირი, ისრაელი/პოლონეთი, 2017, 94'

6. ვარსკვლავბიჭუნები - ვისა კოისო კანტილა, ფინეთი/შვედეთი, 2017, 82'

7. ზაფხული. 1993 - კარლა სიმონი, ესპანეთი, 2017, 96'

8. არშიყი - მილად ალამი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი, 2017, 100'

9. ყურე - ემრე იეკსანი, თურქეთი/გერმანია/საბერძნეთი, 2017, 110'

10. საშიში დედა - ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017, 10

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს აფასებს ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.
წელს პირველად ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე საერთაშორისო კონკურსში მონაწილე საუკეთესო ფილმს "ევროკავშირი საქართველოსთვის" მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა. 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს კი გამარჯვებული ფილმის სპეციალური ჩვენება გაიმართება.


საერთაშორისო კონკურსის გარდა, გამოვლინდება ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ჟიურის მუდმივ წევრებთან, გერმანელ კინომცოდნე ერიკა და ულრიხ გრეგორებთან ერთად წელს ქართულ ფილმებს აფასებს ბრიტანელი კინოკრიტიკოსი კარმენ გრეი.
ეროვნული კონკურსი - ქართული პანორამა ფესტივალის ტრადიციული სექციაა, რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ ფილმებს აერთიანებს. 

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები:

1. მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე - ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2017, 61'

2. ხიბულა - გიორგი ოვაშვილი, საქართველო, 2017, 99'

3. ლუკა - გიორგი ბარაბაძე, საქართველო, 2016, 82'

4. ჩემი ბედნიერი ოჯახი - ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი, საქართველო, 2017, 120'

5. ნამე - ზაზა ხალვაში, საქართველო/ლიტვა, 2017, 91

6. საშიში დედა - ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017, 107'

7. სავარძელი - ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017, 99'

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები:

8. რვა წუთი - დავით აბრამიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2017, 13'

9. ანა - მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017, 30'

10. ანდრო - თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017, 25'

11. თევზაობა - თორნიკე ბზიავა, საქართველო/საფრანგეთი, 2017, 18'

12. ჰალკი - გიგა ბაინდურაშვილი/სანდრო ნავერიანი, საქართველო, 2017, 15

13. შეხვედრა მაცივართან - ხათუნა ხუნდაძე, საქართველო, 2016, 4'

14. კიბე - გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო/პოლონეთი, 2017, 4'

15. დასასრული - ნინი სარდლიშვილი, საქართველო, 2016, 8'

16. სრულყოფილი შეკვეთა - ანნა სარუხანოვა/კატალინა ბაქრაძე, საქართველო, 2017, 14'

17. სამი საფეხური - იოსებ სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017, 20'

დოკუმენტური ფილმები:

18. მზის ქალაქი - რატი ონელი, საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017, 104'

19. დიდუბე, ბოლო გაჩერება - შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია, 2017, 65

20. გოგიტას ახალი ცხოვრება - ლევან კოღუაშვილი, საქართველო/ხორვატია, 2016, 72'

21. დაწესებულება N 16 - ალექსანდრე ქორიძე, საქართველო, 64'

22. დევნილი გემი "ენგური" - ვახტანგ ვარაზი, საქართველო, 2016, 70'

23. სოვდაგარი - თამთა გაბრიჩიძე, საქართველო, 2016, 23'

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და „აწარმოე საქართველოში". ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია სასტუმრო „რუმსი". ფესტივალის მედია პარტნიორები არიან ინდიგო და On.ge.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 993