Q&A რეჟისორ ალექსანდრე ქორიძესთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

გუშინ სექცია "ქართული პანორამა"-ში ნაჩვენები იყო რეჟისორ ალექსანდრე ქორიძის ფილმი "დაწესებულება #16".

ახალი ციხე რუსთავში ითვლება საუკეთესო პენიტენციურ დაწესებულებად მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მაგრამ საუკეთესო ციხეც ვერ შეაჩერებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს - იყო თავისუფალი. ციხე როგორც ჩრდილია - არავინ იცის, თუ როდის შეგვეხება ის...

ალექსანდრე ქორიძე დაიბადა 1979 წელს. Berlinale Talent Campus-ში ორჯერ (2003, 2004) მონაწილეობდა, 30-ზე მეტი საავტორო და სატელევიზიო ფილმის რეჟისორია, მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

ფოტო: ნინო კანკავა

მნახველთა რაოდენობა: 273