მრგვალი მაგიდა დებიუტანტ რეჟისორებთან ერთად
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

8 დეკემბერს, 14:00-ზე კინოთეატრ ამირანის მე-2 დარბაზში გაიმართა ევროპელი დებიუტანტების შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან - დისკუსია საერთაშორისო კონკურსის რეჟისორებთან.

ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგემილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეჟისორებმა, რომელთა ფილმებიც მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდნენ. დისკუსიის მსვლელობისას მათ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც ხვდებათ ფილმზე მუშაობის პროცესში. ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარსულითა და კინოსთან მისვლის სხვადასხვა გზით. გამომდინარე იქედან, რომ ყველა მათგანი კონკურსში წარდგება თავისი პირველი მხატვრული ფილმით, ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო შეხედულებების და სასარგებლო რჩევების გასაზიარებლად.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამ ღონღაძე.

მონაწილეები: იენს ასური (ყორნები), მარინა სტეპანსკა (ვარდნა) , ემრე იეკსანი (ყურე), ვისა კოისო -კანტილა (ვარსკვლავბიჭუნები), ანა ურუშაძე (საშიში დედა) და პედრო კაბელეირა (წყეული ზაფხული)

 

ფოტო: თეონა მესტუმრე

მნახველთა რაოდენობა: 1220