Q&A ფილმ "დემონების" რეჟისორთან
Q&A ფილმ "დემონების" რეჟისორთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

ფილიპ ლესაჟის ფილმი "დემონები" წარმოდგენილი იყო სექციაში "კანადა 150". გუშინ გაიმართა ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

ათი წლის ფელიქსი მშვიდ გარემოში იზრდება და, შეიძლება ითქვას, იდეალური ბავშვობა აქვს. ფილმში მოვლენებს მისი თვალით ვუყურებთ, ამიტომაც თანდათანობით ირკვევა, თუ რამდენ შიშს და მღელვარებას მალავს ე.წ. ნორმალური ბავშვიც ყოველ ნაბიჯზე. მისი მომეტებული მგრძნობელობის წყალობით, ბიჭი თითქოს გრძნობს, როდესაც საფრთხე ახლოა.

ფილიპ ლესაჟი არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „დემონები" (2015), „გული, რომელიც ფეთქავს" (2010) და „კოპენჰაგენი. სასიყვარულო ისტორია" (2014).

ფოტო: თეონა მესტუმრე

 

მნახველთა რაოდენობა: 2051