• 2019
ჟიური
ერიკა გრეგორი

გოტინგენში, ლონდონში, მიუნხენსა და ბერლინში ერიკა გრეგორი გერმანულ და ბრიტანულ ლიტერატურას, ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობდა. 1963 წელს მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად დააარსა ასოციაცია „გერმანული კინემათეკის მეგობრები". კინოთეატრ „არსენალის" დაარსების დღიდან ერიკა გრეგორი კინოჩვენებების ორგანიზატორი და კინოპროგრამების შემდგენელი იყო. კინოფესტივალების ორგანიზატორი და კოორდინატორი, მრავალი ჟიურის წევრი, აგრეთვე კინოდაფინანსების კომისიების წევრი. 1971-2004 წლებში ის ბერლინის კინოფესტივალის ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის შესარჩევი კომისიის წევრია, 1980-90-იან წლებში ერიკა გრეგორი რეტროსპექტივების, ეროვნული და თემატური კინოპროგრამების („მოდერნიზმის მსოფლმხედველობა", „ებრაული ცხოვრების წესი", „იაპონია და ევროპა, „მოსკოვი-ბერლინი", „გერმანული სახეები") კურატორი იყო. ულრიხ გრეგორთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, წიგნებსა და პერიოდულ სერიას „კინემათეკის რვეულები".

2010 წელს ერიკა და ულრიხ გრეგორებს გადაეცათ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა“, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ჰეზერ სტიუარტი

დაიბადა და განათლება მიიღო შოტლანდიაში, შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო კვალიფიკაცია კინოხელოვნებაში. კინოს სფეროში მუშაობდა, როგორც ლექტორი და კურატორი, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნიგერიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად არის ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) კრეატიული დირექტორი, პასუხისმგებელი BFI-ის ეროვნულ არქივზე, რომელიც კინოსა და ტელევიზიის და მოძრავი სურათების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კოლექციას წარმოადგენს. გარდა ამისა, მისი საქმიანობა მოიცავს  BFI-ის ლონდონის კინოფესტივალს და ფესტივალს Flare, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლგბტ+ ფესტივალია, პროგრამების შედგენას BFI-ის ეროვნული კინოთეატრისთვის, DVD ფორმატში და BFI-ის საკუთარ VoD-პლატფორმაზე, ფილმების დისტრიბუციას დიდ ბრიტანეთში და საერთაშორისო მასშტაბით: იმ რწმენით, რომ ფიმლების მრავალფეროვნება საკუთარი თავისა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენის შეცვლაში გვეხმარება. ჰეზერ სტიუარტის პოტრფოლიოში შედის აგრეთვე კვლევითი სამუშაო და BFI-ის ბიბლიოთეკა (Reuben Library), თანამშრომლობა საერთშორისო კინოჟურნალთან Sight & Sound. წლების განმავლობაში მას არაერთი კინოფესტივალის ჟიურის მუშაობაში მიუღია მონაწილეობა.

ნიკოლას სელისი

მექსიკელი პროდიუსერი, საპროდიუსერო კომპანია Pimienta Films-ის დამფუძნებელი. ცნობილი გახდა მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ორიგინალური პროექტებით, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია. ჟურნალმა Variety კომპანია Pimienta Films მექსიკის სამ საუკეთესო საპროდიუსერო კომპანიას შორის დაასახელა. კომპანიის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების თემები მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს სოციალური საკითხების კვლევის ტენდენცია, რაც უკავშირდება მიგრაციას, ეკონომიკურ უთანასწორობას. ოჯახურ ურთიერთობებს და ნარკოკარტელების გავლენას ლათინური ამერიკის მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე.

 

ნიკოლასს მრავალი მექსიკური ფილმის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის ამატ ესკალანტეს „ჰელი“, რომელმაც 2013 წელს კანის კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, და გამოჩენილი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმი „რომა“ (2018), რომელმაც 200-ზე მეტი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ვენეციის კინოფესტვალის „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმისთვის, ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ოთხი ჯილდო, მექსიკის კინოაკადემიის ათი ჯილდო „არიელი“, ორი „ოქროს გლობუსი“ და სამი „ოსკარი“.  ის მუშაობდა უცხოელ რეჟისორებთანაც, როგორებიც არიან ტატიანა ჰუეზო, რაფი პიტსი, ჩირო გუერა, კრისტინა გალეგო და სხვა.

 

პროდიუსერად მუშაობის გარდა, ნიკოლასი პროდიუსერებისა და დისტრიბუტორების მომავალ თაობაზეც ზრუნავს. ის რეგულარულად ატარებს სემინარებსა და მასტერკლასებს აკადემიურ და კულტურულ კონტექსტში როგორც მექსიკაში, ისე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ის მონაწილეობდა შეხვედრებსა და სემინარებში, როგორიცაა ACE Mundus, EAVE Puentes, პროდიუსერთა ქსელი და TorinoFilmLab. ნიკოლასი განსაკუთრებით უჭერს მხარს დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და დისტრიბუციის დამოუკიდებელი სქემების განვითარებას. 2019 წლის ივნისში ის იყო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჟიურის წევრი.

პაბლო დე ვიტა

დაიბადა ბუენოს აირესში, არგენტინა. ბუენოს აირესის უნივერსიტეტი დაასრულა გამოსახულებისა და ხმის დიზაინის სპეციალობით, შემდეგ მადრიდის უნივერსიტეტის ორტეგა ი გასეტის ინსტიტუტში გაიარა სამაგისტრო კურსი კულტურის მენეჯმენტის, მემკვიდრეობისა და მდგრადი ტურიზმის სფეროში და პრაღის კარლის უნივერსიტეტში – კურსი სლავისტიკაში.  

 

ამჟამად პაბლო დე ვიტა კინოკრიტიკოსად მუშაობს გაზეთში La Nación და თანამშრომლობს რამდენიმე არგენტინულ ჟურნალთან, როგორიცაა History (დამფუძნებელი –ფელიქს ლუნა), Criterio (დაარსდა 1928 წელს; სარედაქციო კოლეგიის წევრი), აგრეთვე ჟურნალებთნ CineArte16 (ესპანეთი) და El País (ურუგვაი). არის ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი კინოსა და თეატრის სფეროში. გარდა ამისა, არის ვენის უნივერსიტეტის, ბარსელონის რამონ ლულის უნივერსიტეტის, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტისა და პრაღის კინოსკოლის (FAMU) მიწვეული პროფესორი. ახლანახ ის მიიწვიეს კინოინდუსტრიის მენეჯმენტში სამაგისტრო პროგრამის გახსნის კონფერენციაზე კარლოს III-ის უნივერსიტეტში მადრიდში. პაბლო დე ვიტა რამდენიმე წიგნის თანაავტორია, მათგან უკანასკნელ დროს გამოიცა: „ევროპული ქალაქები კინოში“ (Akal Editions, ესპანეთი) და "მასწავლებლების ხატი კინოში" (კულტურისა და მეცნიერების ასოციაცია, მადრიდი). ავტორია წიგნისა „დიალოგი პოლონურ კინოსთან“ (პოლონეთის საელჩო არგენტინაში).

 

სხვადასხვა დროს მიწვეული იყო ჟიურის წევრად კინოფესტივალებზე სან სებასტიანში, მარ დელ პლატაში, ბუენოს აირესში, პირაპოლისში და გიჟონში. აშუქებდა  პუნტა დელ ესტეს, ბერლინის, კარლოვი ვარის, ვარშავისა და ვენეციის კინოფესტივალებს.

 

პაბლო დე ვიტას მიღებული აქვს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში საუკეთესო ჟურნალისტის ჯილდო იტალიის საელჩოსგან და პარაგვაის საერთაშორისო კინოიფესტივალის „საპატიო ჯილდო“. დაჯილდოებულია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იან მასარიკის სახელობის ვერცხლის საპატიო მედლით.

 

არის ესპანეთის იბერიულ-ამერიკული ურთიერთობების კვლევის საზოგადოების წევრი; ესპანეთის კინოპრესის ასოციაციის წევრი, პენ-კლუბის წევრი და ბუენოს აირესის უნივერსიტეტის რაულ კასტანინოს ინსტიტუტის მკვლევარი. არის არგენტინის კომუნიკაციურ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ულრიხ გრეგორი

კინოისტორიკოსი და კინოკრიტიკოსი, თბილისის კინოფესტივალთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. კინოისტორიის პროფესორი ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. კინოსა და ვიდეოარტის დამოუკიდებელი ინსტიტუტის „არსენალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბერლინალეს ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის დირექტორი 2001 წლამდე. 1981 წლიდან 2000-მდე ულრიხ გრეგორი მორიტც დე ჰადელნთან ერთად ბერლინის კინოფესტივალის დირექტორი იყო.

 

მეუღლესთან, ერიკა გრეგორთან ერთად, მას კურატორული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კინოს განვითარების საქმეში. 2010 წელს ერიკა გრეგორთან ერთად გადაეცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა“, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ულრიხ გრეგორი მუდმივად თანამშრომლობს ტელევიზიასა და რადიოსთან, მისი სტატიები რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო კინოჟურნალებში (Nuovo Cinema, Cinema 56).

ნანა ექვთიმიშვილი

სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი, დაიბადა თბილისში. დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. გადაიღო ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი: გრძელი ნათელი დღეები და ჩემი ბედნიერი ოჯახი.  პირველი ფილმი 2013 წელს ნაჩვენები იყო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების ჯილდო. შემდეგ კი, 2013-14 წლებში ნაჩვენები იყო 100-ზე მეტ კინოფესტივალზე და დაიმსახურა 30-მდე ჯილდო. ფილმი გამოვიდა 15-მდე ქვეყნის კინოთეატრებში. 

მეორე ფილმის პრემიერა 2017 წელს შედგა სანდენსისა და  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება შეიძინა ნეტფლიქსმა, საერთაშორისო მედიაში კი ის არაერთხელ დასახელდა წლის საუკეთესო ფილმად. ფილმს მიიღებული აქვს არაერთი საფესტივალო ჯილდო და გამოვიდა საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კინოთეატრებში. 

2015 წელს გამოიცა ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანი მსხლების მინდორი. წიგნი გამოცემულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინგლისურ, გერმანულ და ჰოლანდიურ ენებზე.

გუნტის ტრეკტერისი

ბოლო 25 წლის განმავლობაში, გუნტის ტრეკტერისის პროდიუსერობითა და თანაპროდიუსერობით შეიქმნა ოცამდე მხატვრული და ორმოცზე მეტი დოკუმენტური ფილმი. ბოლო წლების რჩეულ ნამუშევრებს შორისაა ვიესტურ კაირიშის ადგილობრივი კინოჰიტი ქალაქი მდინარეზე, ილზე ბურკოვსკა-იაკობსენის ანიმაციური დოკუმენტური ფილმი ჩემი რჩეული ომი, რომელიც წლის დასაწყისში ენესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჯილდოს მფლობელი გახდა, ისევე, როგორც დოკუმენტური ნამუშევრები - დევის სიმანისის D ანუ დივიზია, ვიტალი მანსკის ახლო ნათესავები, და ჰერც ფრანკისა და მარია კრავჩენკოს შიშს მიღმა. ამ ფილმების უმეტესობა რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა და საერთაშორისო დისტრიბუციაშია.

ჰუგო როსაკი

ჰიუგო როსაკი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული სექციის ხელმძღვანელია. ფესტივალის აღმოსავლეთის პლატფორმის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, განვითარებისა და წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი კინოპროექტების კურირება და პოპულარიზაცია. კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტები ყოველწლიურად ორმოცზე მეტ პროექტს ეცნობიან ამ რეგიონებიდან. 

ჰიუგო ასევე თანამშრომლობს მიდპოინტ ინსტიტუტის Feature Launch-ის პროგრამასა და First Cut Lab-ის სამონტაჟო პროგრამასთან. ჰიუგოს ასევე აქვს ისეთ სფეროებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ინოვაციის დიზაინი, კულტურათშორისი მენეჯმენტი, ტრენინგი და განვითარება, თუმცა თავს ყველაზე ბედნიერად საავტორო კინოს სფეროში გრძნობს. 

მარია რაზგუტე

ლიეტუველი კინოპროდიუსერი, რომელმაც 2008 წელს დაარსა საპროდიუსერო კომპანია M-Fims. ის ოთხი მხატვრული და ცხრა, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური და ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი პროდიუსერია. მისი ბოლო ნამუშევრის - კაროლის კაუპინის ნოვა ლიეტუვას  პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, East of the West პროგრამის ფარგლებში შედგა 2019 წელს. შედარებით ადრეული ნამუშევრის -  მარია ქავთარაძის ზაფხულს გადარჩენილების პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, Discovery პროგრამის ფარგლებში შედგა 2018 წელს, ანდრიუს ბლაზევიჩიუსის წმინდანის პრემიერა კი ბუსანის და ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა 2016 წელს. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი ლიეტუვას კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა ექვს კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში. ამჟამად მარია ანდრიუს ბლაზევიჩიუსის მეორე მხატვრულ ფილმზე - მორბენალზე  მუშაობს, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება

2016 წლიდან მარია თანაპროდიუსერია ისეთი ფილმებისა, როგორიცაა ესპანეთი-ლიეტუვას კოპროდუქცია - ხუან გიმენეზის სამი და ხასიო ბანოს ტროტე, და იოსებ ბლიაძის გერმანია-საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქცია - ოთარის სიკვდილი. მარია ლიეტუვის დამოუკიდებელი პროდიუსერების ასოციაციის ბორდის, ევროპული კინოაკადემიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენელ ქალთა ევროპული ქსელის წევრია. 

ივო ფელტი

ესტონელი პროდიუსერი და ხმის დიზაინერია, რომელმაც 1995 წელს კოლეგეთან ერთად დააარსა საპროდიუსერო კომპანია Allfilm. მის ნამუშევრებს შორისაა ზაზა ურუშაძის მანდარინები, ესტონეთი-საქართველოს კოპროდუქცია, რომელიც 2015 წელს ნომინირებული იყო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე, და მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში. 2016 წლის ოსკარის დაჯილდოების მოკლე სიაში მოხვდა და ოქროს გლობუსის ჯილდოზე იყო წარდგენილი მისი კიდევ ერთი ნამუშევარი, კლაუს ჰაროს მოფარიკავე, ფინეთი-გერმანია-ესტონეთის კოპროდუქცია. ივოს ბოლო ნამუშევარი, ტანელ ტრუმის მხატვრული ფილმი სიმართლე და სამართალი, რეკორდული შემოსავლებით ადგილობრივ კინოჰიტად იქცა, Satellite Award-ის მფლობელი გახდა და ოსკარის დაჯილდოების მოკლე სიაშიც მოხვდა 2019 წელს. 

მხატვრული ფილმების გარდა, ივო დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობს. მისი ბოლო დოკუმენტური ნამუშევარის, მარკო რაატის დაკრძალვის დღიურების პრემიერა DOK.fest Munich-ზე შედგა 2019 წელს და რამდენიმე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ძირითადად პროდიუსერობით არის დაკავებული, გასულ წლებში ივოს 50-ზე მეტი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმის ხმის დიზაინზე უმუშავია.