მარია რაზგუტე
ლიეტუველი კინოპროდიუსერი, რომელმაც 2008 წელს დაარსა საპროდიუსერო კომპანია M-Fims. ის ოთხი მხატვრული და ცხრა, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური და ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი პროდიუსერია. მისი ბოლო ნამუშევრის - კაროლის კაუპინის ნოვა ლიეტუვას პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, East of the West პროგრამის ფარგლებში შედგა 2019 წელს. შედარებით ადრეული ნამუშევრის - მარია ქავთარაძის ზაფხულს გადარჩენილების პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, Discovery პროგრამის ფარგლებში შედგა 2018 წელს, ანდრიუს ბლაზევიჩიუსის წმინდანის პრემიერა კი ბუსანის და ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა 2016 წელს. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი ლიეტუვას კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა ექვს კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში. ამჟამად მარია ანდრიუს ბლაზევიჩიუსის მეორე მხატვრულ ფილმზე - მორბენალზე მუშაობს, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.
2016 წლიდან მარია თანაპროდიუსერია ისეთი ფილმებისა, როგორიცაა ესპანეთი-ლიეტუვას კოპროდუქცია - ხუან გიმენეზის სამი და ხასიო ბანოს ტროტე, და იოსებ ბლიაძის გერმანია-საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქცია - ოთარის სიკვდილი. მარია ლიეტუვის დამოუკიდებელი პროდიუსერების ასოციაციის ბორდის, ევროპული კინოაკადემიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენელ ქალთა ევროპული ქსელის წევრია.