თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორთა საყურადღებოდ!

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

ეს კონკურსი ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგია. 

თბილისის კონკურსი, რომელიც ბრისტოლის დუბლიკატია,  2019 წელს „ბრიტანული სეზონის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო და წელს რიგით მეორედ ჩატარდება.

კონკურსის შესახებ

კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT!) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ ­­­„უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდებათ:

  • ფილმის ჩვენება თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2021 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფულადი ჯილდო  £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის  - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფილმის ჩვენება ბრისტოლის  2021 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ  ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ, დეპიქტ!-ის 2019 წლის გამარჯვებული ბრისტოლში ვერ გაემგზავრება. თუმცა, მომავალ წელს ორივე წლის  პრიზიორი შეძლებს Encounters Film Festival-ში მონაწილეობის მიღებას.

2020 წელს ფესტივალი ონლაინ-რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 2019 წლის კონკურსში ჩართული ყველა ქართველი რეჟისორი. ჩვენების შემდეგ მონაწილეებთან იგეგმება ონლაინ კითხვა-პასუხის სესიები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
  • ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ნოემბერინამუშევრების ატვირთვა შეგიძლიათ როგორც Vimeo.com-ზე (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბმული გამოგზავნოთ ფესტივალის ოფიციალურ მეილზე: office@tbilisifilmfestival.ge), ასევე  https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
  • ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
  • მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2019 წლისა;
  • კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები;
  • კონკურსში დაიშვება როგორც პროფესიული კამერით, ასევე ფოტოკამერით და სმარტფონით გადაღებული ფილმები. 
  • კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
  • ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
  • განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
  • ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გამოგზავნა. 
2020-Aug-18

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს/ვებ-გვერდის ადმინისტრატორს.

თუ

  • გიყვარს კინო;
  • თვალყურს ადევნებ თანამედროვე კინოს ტენდენციებს;
  • შეგიძლია გამართულად წერა;
  • გაქვს სოციალური მედიის მართვის გამოცდილება.

მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კინოფესტივალის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube) განვითარება, კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის Facebook და Instagram გვერდების განვითარება, კონტენტ გეგმის შემუშავება;
  • კონტენტის მომზადების და განთავსების ორგანიზება როგორც სოციალური ქსელებისთვის, ისე ვებ-გვერდისთვის  – ტექსტური კონტენტის შექმნა;
  • მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირებაში (Facebook Ads Manager) მონაწილეობა;
  • სოციალურ ქსელებში სწორი და ოპერატიული უკუკავშირი და მონიტორინგი.
  • ფესტივალის ვებ-გვერდის არქივის განახლება. 

აუცილებელი უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
  • სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • Business Manager, Ads Manager-ის  ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მენეჯემენტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

სამუშაოს ხანგრძლივობა: პროექტის დასრულებამდე, ივლისი-დეკემბერი 2020 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: office@tbilisifilmfestival.ge

2020-Jul-06
uploads/IMG_7430.JPG

ფოტოები ფესტივალის დახურვის ცერემონიიდან

2019-Dec-08
<

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

7 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და ანა ჭყონია.

გარდა ფესტივალის ოფიციალური პრიზებისა, ჯილდოები გასცეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წელს „ოქროს პრომეთე“ მხოლოდ ეროვნულ კონკურსში მონაწილე რეჟისორებს გადაეცათ. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გახდა - გიორგი სიხარულიძის „მამული“, ხოლო საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“ დასახელდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ კატეგორიებში გამარჯვებულებს 20 000 ლარი გადასცა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ფილმებმა - „თორმეტი გაკვეთილი“ (გიორგი მრევლიშვილი), „უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია). დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ ოპერატორებს, ანტონ გრომოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს გადაეცათ ჟიურის სპეციალური პრიზი - \"პრომეთე\".

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ასახვისათვის პრიზი უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“) გადასცა.

კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“ კინოკამერა სრული აღჭურვილობით დროებით გადასცა ორ რეჟისორს - ჟიურის რჩეულ დიტო ცინცაძეს („ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“) და თავიანთ რჩეულ უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“).

თბილისის კინოფესტივალმა კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი და ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე  დააჯილდოვა. მათ ფესტივალისაგან საპატიო „პრომეთე“ მიიღეს.

უკვე მესამე წელია, რაც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ატარებს კონკურსს - „წერე ქართულ კინოზე“. კონკურსში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ჯავახიშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ზაზა ცანკაშვილი.

2019-Dec-10

ფილმის ჩვენება - "უსასრულობის შესახებ"

2 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში, შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში როი ანდერსონის ფილმის \"უსასრულობის შესახებ\" ჩვენება გაიმართა. ფილმის განმეორებითი ჩვენება 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, მეორე დარბაზში შედგა.

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "უარყოფითი რიცხვები"

6 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში უტა ბერიას ფილმის \"უარყოფითი რიცხვები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ მაყურებლების კითხვებს ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა უპასუხა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები"

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ტომა სტენკოს ფილმის \"ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს ირაკლი კვირიკაძესთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ატლანტიდა"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" გაიმართა ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმის \"ატლანტიდა\" ჩვენება, რის შემდეგაც მან მაყურებლის კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში ნანა ჯორჯაძის ფილმის \"ღვინის ნულოვანი მერიდიანი\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "სახიფათო კავშირები"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში სტივენ ფრირზის ფილმის \"სახიფათო კავშირები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდგომ მაყურებელს საშუალება ქონდა ოსკაროსან სცენარისტს კრისტოფერ ჰემფტონს გასაუბრებოდა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედი"-ს პრემიერა

4 დეკემბერს, \"ამირანის\" პირველ დარბაზში დიმიტრი მამულიას ფილმის \"ბოროტმოქმედი\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ რეჟისორმა მაყურებლების კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "სანამ მამა დაბრუნდება"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მესამე დარბაზში მარი გულბიანის ფილმის \"სანამ მამა დაბრუნდება\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში გაიმართა ქრისტოფერ ბუხჰოლცის ფილმის \"ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი\" ჩვენება, რის შემდეგაც მაყურებელი რეჟისორს გაესაუბრა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ოქროს ძაფი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" ლანა ღოღობერიძის ფილმის \"ოქროს ძაფი\" პრემიერა გაიმართა. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუეალება მიეცა. ფილმი ეროვნულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ღორი"-ს პრემიერა

3 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმის \"ღორი\" პრემიერა შედგა.

 

2019-Dec-04
uploads/IMG_7423.JPG

ფესტივალის მეორე დღე

3 დეკემბერი, კინოთეატრი \"ამირანი\", ფესტივალის მეორე დღე

 

2019-Dec-04
<

ფილმის ჩვენება - "იტალიელი მოგზაური"

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ფერნან მოშკოვიჩის ფილმის „იტალიელი მოგზაური“ ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელი მწერალ ჯიოვანი მასტრანჯელოს გაესაუბრა.

 

2019-Dec-04

ფილმის ჩვენება - "თორმეტი გაკვეთილი"

3 დეკემებერს, ფილმის \"თორმეტი გაკვეთილი ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორ გიორგი მრევლიშვილთან და ფილმის მსახიობებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-04

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება

3 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

 

2019-Dec-04

პირველი საფესტივალო დღე

2 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი დღე გაიმართა. მაყურებელმა იხილა ორი ქართული ფილმი, რომლებიც \"ოქროს პრომეთეს\" მოსაპოვებლად იბრძვიან.

2019-Dec-03