თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ

უჩვეულო მოვლენების გამო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ-პლატფორმაზე გადაინაცვლებს და წინა წლებთან შედარებით მცირერიცხოვანი ფილმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. თუმცა, “პრომეთე” ტრადიციულად წლის ბოლოს, დეკემბერში ტარდება და მაყურებელს წლის საუკეთესო, მრავალფეროვანი და განსხვავებული ფილმებით ანებივრებს.

დამზადებულია გერმანიაში

ყოველწლიური სექცია “დამზადებულია გერმანიაში”, რომელიც თბილისის კინოფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით შედგა, წელს 4 ფილმს აერთიანებს. მათ შორისაა ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, კრისტიან პეტცოლდის “უნდინე”(Undine), ცნობილი რეჟისორის მორიგი ნამუშევარი, რომელშიც მონაწილეობას მსახიობები ფრანც როგოვსკი და პაულა ბირი ასრულებენ. მაყურებელი “გერმანულ” სექციაში იხილავს ელიზა პეტკოვას ფილმს ევზი, რომელიც თავდაყირა ცურავს“ (A Fish Swimming Upside Down); ელიზა პეტკოვას პირველი ნამუშევარი რამდენიმე წლის წინ კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში იყო ჩასმული და ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, მისი ახალი ნამუშევრის შეფასება. ამაზე სექციაშია დებიუტანტი ფრედერიკ ჰამბალეკის “მოდელ ოლიმპია” (MODEL OLIMPIA), რომელიც დედა-შვილობის მარადიულ თემას უჩვეულო კუთხიდან ასახავს და დაფნე არიზანის „ცეცხლში“(SISTERS APART) - რომელიც გერმანელი ჯარისკაცი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.

მსოფლიო კინო 

დანარჩენი 16 ფილმი გაერთიანებულია სექციაში “მსოფლიო კინო”, სადაც თავმოყრილია ფილმები როგორც ევროპიდან, ასე - აზიიდან და ამერიკის კონტინეტებიდან. მათ შორისაა, ძალიან საინტერესო ბრაზიულიური ნამუშევარი ჟოაო პაულო მირანდა მარიას “ოცნებების სახლი”(MEMORY HOUSE) და თბილისის კინოფესტივალის ერთგული მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი კორეელი რეჟისორის - ჰონგ სანსუს “ქალი, რომელიც გაიქცა”(THE WOMAN WHO RAN); ამ უკანასკნელისთვის, ჰონგ სანგსუმ ბერლინალეს კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი - საუკეთესო რეჟისორისთვის - დაიმსახურა.

სექცია სავსეა ისეთი ცნობილი რეჟისორებით, რომელთაც დიდი წარსდგენა არ სჭირდებათ, რადგან მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი როგორც კინომოყვარულების წრეებში, ისე - ჩვენი კინოფესტივალის პროგრამაში. ესენია: ფრანსუა ოზონის (SUMMER OF \'85) ფილმში, 1985 წლის ცხელი ზაფხულის ერთ დღეს მიამიტ მოზარდს ალექსისს შტორმში ნავი გადაუყირავდება და მას დახრჩობისგან 18 წლის დევიდი იხსნის. ალექსისს ღრმად და საშიშად შეუყვარდება დევიდი. ამის შემდეგ ბიჭები განუყრელად ერთად ატარებენ დროს მზიანი ნორმანდიის პლაჟებსა თუ საცეკვაო მოედნებზე. მაგრამ ვერაგი დევიდი თავს თავისუფალსულად მიიჩნევს და არ უნდა, შებოჭილი იყოს.

 

ტომას ვინტერბერგის „თრობა“(ANOTHER ROUND) განიხილავს თეორიას იმის შესახებ, რომ ადამიანი სისხლში ალკოჰოლის არასაკმარისი რაოდენობით იბადება და რომ ზომიერი თრობა გონებას გვიხსნის, პრობლემებს ამცირებს და კრეატიულობას ამაღლებს. ამ თეორიით ფრთაშესხმული მარტინი (მადს მიკელსენი) და მისი სამი მეგობარი, საშუალო სკოლის დაღლილი მასწავლებლები, ექსპერიმენტს იწყებენ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში თრობის დონე მუდმივ ნიშნულზე შეინარჩუნონ. თუ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მოიგო, ვინ იცის, რამდენიმე წვეთი რას მოუტანს მათ და მათ მოწაფეებს? 

აბელ ფერარას \"ციმბირი\" (SIBERIA) ფილმის მთავარი პერსონაჟი კლინტი (რომლის როლსაც დანიელ დეფო ასრულებს) გულდამძიმებული ადამიანი, სიმშვიდეს ეძებს და განმარტოებით ცხოვრობს ზამთრის სამთო ქოხში. აქ მას პატარა კაფე აქვს, სადაც იშვიათი მოგზაური ან ვინმე ადგილობრივი თუ შეიხედავს. მაგრამ არც ამ იზოლაციას მოაქვს კლინტისთვის სიმშვიდე. ერთ საბედისწერო საღამოს ის ძაღლებშებმული მარხილით მოგზაურობას იწყებს სამყაროში, რომელსაც ოდესღაც იცნობდა. ის სიზმრებში, მოგონებებსა და წარმოსახვაში მოგზაურობს, რომ თავის ნამდვილ ბუნებას მიაგნოს.

 

აგნიეშკა ჰოლანდის „შარლატანი“ (CHARLATAN) განსაკუთრებული შესაძლებლობებით დაჯილდოებული კაცის გასაოცარი ამბავი, რომელიც ტოტალიტრაული 1950-იანი წლების მოვლენების ფონზე ვითარდება. ცნობილი და წარმატებული ჩეხი მკურნალის იან მიკოლაშეკის ცხოვრება, რომელიც თავისი ინტუიციისა და მცენარეთა შესახებ ცოდნის წყალობით სვამდა დიაგნოზს და კურნავდა ადამიანებს. 

სალი პოტერის (ROADS NOT TAKEN) ფილმი მამა-შვილის ერთ მშფოთვარე დღეს აღწერს. ელ ფენინგის მოლის ხავიერ ბარდემის პერსონაჟის - ლეოს - არეულ ფსიქიკურ მდგომარეობასთან გამკლავება უწევს. სანამ მამა-შვილი ნიუ-იორკის გარშემო მოგზაურობს, მისი ჩვეულებრივი, მაგრამ დატვირთული დღე ჰალუცინაციურ და ეპიკურ ხასიათს იღებს, რადგან ლეოს სამი პარალელური ცხოვრება აქვს და გამუდმებით ერთიდან მეორეში ინაცვლებს. 

ძმები დ’ინოცენცოების „ცუდი ზღაპრები“ (BAD TALES) ერთმანეთთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული ოჯახების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რომის გარეუბანში ცხოვრობენ. პერსონაჟებს უცნაური მოუსვენრობისა აწუხებთ; მოუსვენრობა, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს. ღვარძლიანი ეპიზოდების სერია გვაჩვენებს, როგორ სასტიკად ექცევიან მშობლები უნებურად მოზარდ შვილებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქაოსს თესენ და საბოლოოდ მთელი დასახლება განადგურებამდე მიჰყავთ.

 

პოლონური ფილმის „აღარასდროს მოთოვს“ (NEVER GONNA SNOW AGAIN) მთავარი პერსონაჟია ჟენია, რუსულად მოლაპარაკე იმიგრანტი აღმოსავლეთიდან, მასაჟისტად მუშაობს პოლონეთში, მდიდრულ დახურულ რეზიდენციაში. სიმდიდრის მიუხედავად, აქ მცხოვრები ადამიანები შინაგან სევდას და დარდს ასხივებენ. იდუმალებით მოცულ უცხოელს ნიჭი აქვს. მისი ხელები კურნავს, მისი მზერა კი მარტოხელა ქალების სულებში აღწევს. ჟენიას რუსული აქცენტი მათთვის სიმღერას ჰგავს წარსულიდან, მოგონებას ბავშვობაზე, როდესაც თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ.

ივან ტვერდოვსკის „კონფერენცია“ (CONFERENCE) ცნობილი ტერორისტური აქტის გადააზრებისა და გადახალისების მცდელობაა. დუბროვკას თეატრალურ ცენტრზე ტერორისტული თავდასხმიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ ნატალია, რომელიც ახლა მონაზონია, მოსკოვში ბრუნდება, რომ თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემი საღამო გამართოს მათი ოჯახებისთვის. მაგრამ რატომ არის ნატალია, რომელიც ამ საშინელ ტრაგედიას ცოცხალი გადაურჩა, საკუთარი ოჯახისგან მოკვეთილი? და რატომ ცდილობს ის დაჟინებით მოწმეთა ჩვენებების შეგროვებას?

სექციაში მოხვდნენ ისეთი ავტორებიც, რომლის სახელიც კინომოყვარულებმა შეიძლება ჯერ არ იციან, მაგრამ მათი ფილმები უკვე მრავალ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და უამრავი ჯილდო თუ დადებითი შეფასება დაიმსახურეს; ასევე - თავიანთმა ქვეყნებმა ეს ფილმები ოსკარის კანდიდატად შეარჩიეს, 2021 წლის “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციაში. მაგალითად - ბერძნულსი ფილმი “ვაშლები” (APPLES) და სერბი რეჟისორის სრდან გრდანოვიჩის “მამა”(FATHER).

 

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, ერთი დოკუმენტური ფილმი, შვედი რეჟისორის - ნათან გროსმანის - მე ვარ გრეტა“(I AM GRETA), რომელიც ცნობილი ახალგაზრდა აქტივისტისა - გრეტა თუნბერგის - ოჯახის, მეგობრებისა და საქმიანობის საინტერესო პორტრეტს ხატავს.

მიუხედავად მცირერიცხოვანი პროგრამისა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთგული მაყურებელი, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟანრების, სტილისა და სპეციფიკის ფილმებს იხილავს და ნებისმიერი გემოვნების მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. 

2020-Dec-01

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სრული პროგრამა

Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.

ფილმების ჩვენება ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე იქნება.  პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

წლევანდელი კინოფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ინდუსტრიული დღეები;
  • მასტერკლასები;
  • ფილმების ჩვენება.

ინდუსტრიული დღეები

მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო.

პანელურ დისკუსიებში, ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება, სადაც იმსჯელებენ ბალტიისპირეთის შედარებით ანალიზზე, კოპროდუქციის საკითხებში; ამ მაგალითზე განიხილება „მანდარინები“ და „ნამე“.

გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსიები საკითხზე „ფესტივალები დახურულ კარს მიღმა“ – რომელიც მოიცავს ფესტივალის პროგრამის დამუშავებას, სელექციის პროცესს…

დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს გაიმართება.

ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული.

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კონკურსის გაიმართება კონკურსის გარეშე. მხოლოდ ფიჩინგ ფორუმში მონაწილე 3 საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით,რომელსაც მათ  საერთაშორისო ჟიური გადასცემს.

მასტერკლასები

აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე, ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

კინოჩვენებები

20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“.

პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი - 4.

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

1. A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს (რეჟ: ელიზა პეტკოვა) 
2. Another Round / თრობა (რეჟ: თომას ვინტერბერგი) 
3. Apples / ვაშლები (რეჟ: ხრისტოს ნიკუ) 
4. Bad Tales / ცუდი ზღაპრები (რეჟ: ფაბიო და დამიანო დ’ინოჩენცო) 
5. Charlatan / შარლატანი (რეჟ: აგნიეშკა ჰოლანდი) 
6. Conference / კონფერენცია (რეჟ: ივან ტვერდოვსკი) 
7. Delete History / ისტორიის წაშლა (რეჟ: ბენუა დელეპინი, გიუსტავ კერვერნი) 
8. Father / მამა (რეჟ: სრდან გოლუბოვიჩი) 
9. I Am Greta / მე გრეტა ვარ (რეჟ: ნათან გროსმანი 
10. Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე (რეჟ: ვერო კრატცბორნი) 
11. Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში (რეჟ: ამოს გიტაი) 
12. Memory House / მოგონებების სახლი (რეჟ: ჟოაუ პაულუ მირანდა მარია) 
13. Model Olimpia (რეჟ: ფრედერიკ ჰამბალეკი) 
14. Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს (რეჟ: მარგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი) 
15. Siberia / ციმბირი (რეჟ: აბელ ფერარა) 
16. Sisters Apart / ცეცხლში (რეჟ: დაფნე ხარიზანი) 
17. Summer of ’85 / 1985-ის ზაფხული (რეჟ: ფრანსუა ოზონი) 
18. The Roads Not Taken / უვალი გზები (რეჟ: სალი პოტერი) 
19. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა (რეჟ: სან-სუ ჰონი) 
20. Undine / უნდინე (რეჟ: ქრისტიან პეცოლდი)

2020-Nov-29

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოებს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2 -5 ოქტომბერს იტალიის საელჩოსთან ერთად წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოებს.
საღამოები გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც გელით გამოფენა და კინოსეანსები: „ტკბილი ცხოვრება“, “8 ½”, “ამარკორდი”.

ფედერიკო ფელინის და ტონინო გუერას ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი, ამარკორდი 1973 წელს შეიქმნა. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, მისი სათაური „ამარკორდი“ რიმინულ დიალექტზე ითარგმნება როგორც - „მე მახსოვს“. სწორედ ასე, საკუთარი ბავშვობის მოგონებებზე ააგეს „ამარკორდი“ ფელინიმ და მისმა სცენარისტმა ტონინო გუერამ. სიუჟეტი მოგვითხრობს მოზარდ ბიჭ ტიტოზე, რომელიც ერთ პატარა იტალიურ სოფელში, სოფელ რიმინისთან ახლოს (სადაც თავად ფელინი დაიბადა) უცნაურ და ექსცენტრიულ გარემოში იზრდება, გარემოში რომელიც სრულად გამოხატავს მუსოლინის პერიოდის იტალიას...

„ტკბილი ცხოვრება“ (1960) მოგვითხრობს იტალიელ ჟურნალისტ მარჩელო რუბინიზე (მარჩელო მასტროიანი). ფილმში, ყვითელი პრესის ჟურნალისტის 7 დღიანი მოგზაურობა რომში, სიყვარულისა და ბედნიერების, „ტკბილი ცხოვრების“ საძიებლად, შედგება - პროლოგისგან, 7 ეპიზოდის, ინტერმეცოსა და ეპილოგისაგან. მთლიანობაში თითოეული ეპიზოდი ჟურნალისტის 1 სრულ დღეს წარმოგვიდგენს.
ფელინის „ტკბილმა ცხოვრებამ“ მოიპოვა ოქროს პალმის რტო 1960 წლის კანის კინოფესტივალზე და ოსკარი საუკეთესო კოსტიუმებისათვის. გარდა ამისა ნამუშევარი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს ნიმუშად.


„8 ½“ (1963) წარმოადგენს ფედერიკო ფელინის მეცხრე ფილმს, რომელის მთავარი პერსონაჟი, იტალიელი კინორეჟისორი გვიდო ანსელმია (მარჩელო მასტროიანი). რეჟისორს სურს გადაიღოს ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რის საშუალებასაც მას შემოქმედებითი კრიზისი არ აძლევს.
ფელინის ამ შავ-თეთრი ნამუშევრის ისტორიის მთავარი ინსპირაცია კვლავ საკუთარი თავია და ფილმიც ნახევრად ავტობიოგრაფიული. რეჟისორი თავისი მერვე ფილმის გადაღების შემდგომ შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა და სწორედ ის აბსურდული, ჩაკეტილი წრე წარმოგვიდგინა, რომლის ცენტრშიც თავად იმყოფებოდა - სათაური 8 ½ სწორედ ამიტომ შეირჩა - რეჟისორი არ გვიჩვენებს არც სურათის დასრულებულ სახეს  და არც დასრულებულ სახელს აძლევს მას - მისი დასასრული მაყურებელმა საკუთარ ცნობიერში უნდა ეძიოს..

კინოჩვენებები გაიმართება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
2020-Oct-08

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორთა საყურადღებოდ!

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

ეს კონკურსი ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგია. 

თბილისის კონკურსი, რომელიც ბრისტოლის დუბლიკატია,  2019 წელს „ბრიტანული სეზონის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო და წელს რიგით მეორედ ჩატარდება.

კონკურსის შესახებ

კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT!) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ ­­­„უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდებათ:

  • ფილმის ჩვენება თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2021 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფულადი ჯილდო  £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის  - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფილმის ჩვენება ბრისტოლის  2021 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ  ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ, დეპიქტ!-ის 2019 წლის გამარჯვებული ბრისტოლში ვერ გაემგზავრება. თუმცა, მომავალ წელს ორივე წლის  პრიზიორი შეძლებს Encounters Film Festival-ში მონაწილეობის მიღებას.

2020 წელს ფესტივალი ონლაინ-რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 2019 წლის კონკურსში ჩართული ყველა ქართველი რეჟისორი. ჩვენების შემდეგ მონაწილეებთან იგეგმება ონლაინ კითხვა-პასუხის სესიები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
  • ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ნოემბერინამუშევრების ატვირთვა შეგიძლიათ როგორც Vimeo.com-ზე (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბმული გამოგზავნოთ ფესტივალის ოფიციალურ მეილზე: office@tbilisifilmfestival.ge), ასევე  https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
  • ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
  • მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2019 წლისა;
  • კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები;
  • კონკურსში დაიშვება როგორც პროფესიული კამერით, ასევე ფოტოკამერით და სმარტფონით გადაღებული ფილმები. 
  • კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
  • ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
  • განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
  • ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გამოგზავნა. 
2020-Aug-18

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს/ვებ-გვერდის ადმინისტრატორს.

თუ

  • გიყვარს კინო;
  • თვალყურს ადევნებ თანამედროვე კინოს ტენდენციებს;
  • შეგიძლია გამართულად წერა;
  • გაქვს სოციალური მედიის მართვის გამოცდილება.

მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კინოფესტივალის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube) განვითარება, კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის Facebook და Instagram გვერდების განვითარება, კონტენტ გეგმის შემუშავება;
  • კონტენტის მომზადების და განთავსების ორგანიზება როგორც სოციალური ქსელებისთვის, ისე ვებ-გვერდისთვის  – ტექსტური კონტენტის შექმნა;
  • მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირებაში (Facebook Ads Manager) მონაწილეობა;
  • სოციალურ ქსელებში სწორი და ოპერატიული უკუკავშირი და მონიტორინგი.
  • ფესტივალის ვებ-გვერდის არქივის განახლება. 

აუცილებელი უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
  • სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • Business Manager, Ads Manager-ის  ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მენეჯემენტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

სამუშაოს ხანგრძლივობა: პროექტის დასრულებამდე, ივლისი-დეკემბერი 2020 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: office@tbilisifilmfestival.ge

2020-Jul-06
uploads/IMG_7430.JPG

ფოტოები ფესტივალის დახურვის ცერემონიიდან

2019-Dec-08
<

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

7 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და ანა ჭყონია.

გარდა ფესტივალის ოფიციალური პრიზებისა, ჯილდოები გასცეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წელს „ოქროს პრომეთე“ მხოლოდ ეროვნულ კონკურსში მონაწილე რეჟისორებს გადაეცათ. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გახდა - გიორგი სიხარულიძის „მამული“, ხოლო საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“ დასახელდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ კატეგორიებში გამარჯვებულებს 20 000 ლარი გადასცა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ფილმებმა - „თორმეტი გაკვეთილი“ (გიორგი მრევლიშვილი), „უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია). დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ ოპერატორებს, ანტონ გრომოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს გადაეცათ ჟიურის სპეციალური პრიზი - \"პრომეთე\".

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ასახვისათვის პრიზი უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“) გადასცა.

კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“ კინოკამერა სრული აღჭურვილობით დროებით გადასცა ორ რეჟისორს - ჟიურის რჩეულ დიტო ცინცაძეს („ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“) და თავიანთ რჩეულ უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“).

თბილისის კინოფესტივალმა კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი და ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე  დააჯილდოვა. მათ ფესტივალისაგან საპატიო „პრომეთე“ მიიღეს.

უკვე მესამე წელია, რაც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ატარებს კონკურსს - „წერე ქართულ კინოზე“. კონკურსში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ჯავახიშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ზაზა ცანკაშვილი.

2019-Dec-10

ფილმის ჩვენება - "უსასრულობის შესახებ"

2 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში, შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში როი ანდერსონის ფილმის \"უსასრულობის შესახებ\" ჩვენება გაიმართა. ფილმის განმეორებითი ჩვენება 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, მეორე დარბაზში შედგა.

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "უარყოფითი რიცხვები"

6 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში უტა ბერიას ფილმის \"უარყოფითი რიცხვები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ მაყურებლების კითხვებს ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა უპასუხა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები"

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ტომა სტენკოს ფილმის \"ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს ირაკლი კვირიკაძესთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ატლანტიდა"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" გაიმართა ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმის \"ატლანტიდა\" ჩვენება, რის შემდეგაც მან მაყურებლის კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში ნანა ჯორჯაძის ფილმის \"ღვინის ნულოვანი მერიდიანი\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "სახიფათო კავშირები"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში სტივენ ფრირზის ფილმის \"სახიფათო კავშირები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდგომ მაყურებელს საშუალება ქონდა ოსკაროსან სცენარისტს კრისტოფერ ჰემფტონს გასაუბრებოდა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედი"-ს პრემიერა

4 დეკემბერს, \"ამირანის\" პირველ დარბაზში დიმიტრი მამულიას ფილმის \"ბოროტმოქმედი\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ რეჟისორმა მაყურებლების კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "სანამ მამა დაბრუნდება"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მესამე დარბაზში მარი გულბიანის ფილმის \"სანამ მამა დაბრუნდება\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში გაიმართა ქრისტოფერ ბუხჰოლცის ფილმის \"ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი\" ჩვენება, რის შემდეგაც მაყურებელი რეჟისორს გაესაუბრა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ოქროს ძაფი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" ლანა ღოღობერიძის ფილმის \"ოქროს ძაფი\" პრემიერა გაიმართა. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუეალება მიეცა. ფილმი ეროვნულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ღორი"-ს პრემიერა

3 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმის \"ღორი\" პრემიერა შედგა.

 

2019-Dec-04
uploads/IMG_7423.JPG

ფესტივალის მეორე დღე

3 დეკემბერი, კინოთეატრი \"ამირანი\", ფესტივალის მეორე დღე

 

2019-Dec-04
<

ფილმის ჩვენება - "იტალიელი მოგზაური"

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ფერნან მოშკოვიჩის ფილმის „იტალიელი მოგზაური“ ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელი მწერალ ჯიოვანი მასტრანჯელოს გაესაუბრა.

 

2019-Dec-04