/web/uploads/c87117616034c6473869ca731539db3a_thumb.jpg

ქართული ფილმები შანხაის კინოფესტივალზე

15-24 ივნისს შანხაიში 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. კინოფორუმი 1993 წლიდან იმართება და დღეს უკვე „ა\" კლასის კინოფესტივალების რიცხვს მიეკუთვნება. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი კინოფორუმია.

წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ქართულ/შვედურ/რუსული კო-პროდუქცია, გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე\", რომლის გადაღებებიც საქართველოში, ჭიათურაში მიმდინარეობდა.

ფილმის მთავარი გმირი 37 წლის ექიმი ირინაა, რომლიც ციხიდან გამოდის და მას თავიდან სჭირდება ცხოვრების დაწყება, მეგობრებში ნდობის მოპოვება. ფილმში მონაწილეობენ: სალომე დემურია, გიორგი ნაკაშიძე, დარეჯან ხარშილაძე, მაკა შალიკაშვილი და სხვები. ფილმის სცენარის ავტორია ნესტან-ნენე კვინიკაძე, ოპერატორი - გოგა დევდარიანი, პროდიუსერი - რუსუდან გლურჯიძე. როგორც რუსუდან გლურჯიძემ „პრაიმთაიმისთვის\" მიცემულ ინტერვუიში აღნიშნა, მათ დიდი იმედი აქვთ რომ პრიზის გარეშე არ დაბრუნდებიან შანხაიდან - „დიდი იმედი მაქვს, რომ ცარიელი ხელით არ ჩამოვალთ, როგორც არ ჩამოდის ბოლო დროის არც ერთ ქართული ფილმი\".

ამავე ფესტივალზე, კინოფესტივალის წარმომადგენლებისა და დისტრიბუტორებისათვის დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ახალი ფილმის ჩვენება გაიმართება - „შინდისი\", რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. „ეს ფილმი ჩემი სამშობლოს გმირებზეა, მათზე, ვინც თავი გაწირა ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის!\", - აღნიშნა ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი. ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს თასის\" მფლობელები კი დახურვაზე, 24 ივნისს გამოვლინდებიან.

 

2019-Jun-11
/web/uploads/62192791_2508860969132823_3484374733791690752_n.jpg

BIAFF-ის პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში

5 ივნისს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე, მენეჯერი ზვიად ელიზიანი და ინდუსტრიული დღეების ორგანიზატორები ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი ესწრებოდნენ.

ბათუმის საავტორო კინოს მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 15-22 სექტემბერს გაიმართება და მისი ფილმების ძირითადი ნაწილი კინოთეატრ \"აპოლოში\" იქნება ნაჩვენები. ამ ეტაპზე უცნობია ფესტივალის სრული პროგრამა, რადგან მისი შედგენის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკონკურსო თუ სხვა სექციებში წარმოდგენილი ფილმების სრული სია ეტაპობრივად, აგვისტოდან გახდება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, უკვე ცნობილია რომ ფესტივალზე გაიმართება გიორგი თავართქილაძის არაერთ ფესტივალზე პრიზირებული მხატვრული ფილმის \"ცუდი ხალხის\" ქართული პრემიერა. ასევე ნაჩვენები იქნება ქშიშტოფ ზანუსის \"ETER\", რომელსაც რეჟისორი თავად წარადგენს. წელს ბათუმის ფესტივალზე ელოდებიან ცნობილ ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს პოლ შრედერს, რომელსაც კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდო უნდა გადაეცეს. მეორე საპატიო ჯილდოს კი ფესტივალი ბათუმელ მსახიობსა და კინემატოგრაფისტს მანუჩარ შერვაშიძეს გადასცემს.

ბიაფის ექო - ეს ბათუმის კინოფესტივალის ახალი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს აჭარის მაღალმთიან რეგიონში კინოჩენებების გამართვას. ფესტივალის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ივლისი-აგვისტოს მონაკვეთში ღია კინოჩვენებები გაიმართება ქობულეთსა და ბათუმში, ხოლო ოქტომბერში მაყურებელი ფილმებს ნახავს ხულოში, შუახევსა და ქედაში შეძლებს. აქ დახურული ჩვენებებისთვის სპეციალურად დამონტაჟდება დიდი ზომის ეკრანები.

ტრადიციულად, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ სექციებში იქნება ნაჩვენები: საკონკურსო პროგრამა (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები), დიდოსტათა კოლექცია, ქართული პანორამა და სპეციალური ჩვენებები.

ფესტივალი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ინდუსტრიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასები და უორქშოფები იმართება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წლიდან იმართება ქ.ბათუმის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის სამინისტროს დახმარებით.

 

2019-Jun-10
/web/uploads/rexfeatures_10235956j.jpg

კანის “ოქროს პალმის რტო” ისევ აზიაში მიდის

წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი იღებდა მონაწილეობას და სანუკვარი \"ოქროს პალმის რტოს\" მოპოვებაში ერთმანეთს ისეთი რეჟისორები ეცილებოდნენ, როგორებიც არიან: ჯიმ ჯარმუში, კენ ლოუჩი, პედრო ალმოდოვარი, ძმები დარდენები. თუმცა უკვე მეორე წელია კინო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო \"ოქროს პალმის რტო\" აზიურ ფილმს ხვდება წილად. თუ შარშან, ფესტივალის ტრიუმფატორი იაპონელი რეჟისორის ჰიროკაძუ კორეედას \"Shoplifters\" (\"წვრილმანი მძარცველები\") იყო, წელს მთავარი პრიზის მფლობელი კორეელი რეჟისორის ჯუნ ჰო ბონგის ფილმი \"Parasite\" (\"პარაზიტი\") გახდა. ფილმის სეანსი აპლოდისმენტების თანხმლებით მიმდინარეობდა და ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი, აღტაცებას ვერ მალავდა ეკრანზე გათამაშებული კორეული ტრაგიკომედიის გამო.

\"ჩვენ ყველამ გავიზიარეთ ის მისტიკა, რომელიც ფილმიდან მოდიოდა და რომლის ყურებისას, სხვადასხვა კინოჟანრები იუმორით \"მოვიარეთ\". აქ ყველაფერი, ყოველგვარი შეფასებების გარეშე კეთდება! ყველანი მოვიხიბლეთ ამ ფილმით და რაც უფრო გადიოდა დრო, ეს გრძნობა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ამიტომაც, ჟიურის მხრიდან ამ ფილმის გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო\", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ. \"პარაზიტი\" ეს არის ამბავი სოციალურად განსხვავებულ ორ ოჯახზე: მდიდრებსა და ღარიბებზე, რომელიც საოცარი იუმორითა და ამავე დროს ტრაგედიით, ძალზედ სახასიათო, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითაა მოყოლილი.  

37 წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ ანტონიო ბანდერასმა უდაოდ დაიმსახურა კანის პრიზი. საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ის ალმოდოვარის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში \"Pain And Glory\" (\"ტკივილი და დიდება\") დაჯილდოვდა. სცენაზე ასულმა ანტონიომ პრიზი პედროს მიუძღვნა და დაამატა - \"ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ წითელ ხალიჩაზე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მსახიობები ბევრს ვიტანჯებით, ბევრს ვწირავთ და რა თქმა უნდა, ბევრ ტკივილს განვიცდით. მაგრამ ამას თან ახლავს დიდებაც და დღეს, ჩემი დიდების ღამეა\".

კანის ფავორიტ რეჟისორებს ძმებ დარდენებს \"ოქროს პალმის რტო\" ორჯერ აქვთ მოგებული ფილმებით: \"Rosetta\" (\"როზეტა\") და \"LEnfant\" (\"ბავშვი\"). წელს მათ ფილმზე \"Yound Ahmed\" (\"ახალგაზრდა აჰმედი\") ლამის ყველა და ყველგან საუბრობდა. ფილმის გმირი მუსლიმი თინეიჯერია, რომელიც თანამედროვე ბელგიაში ცხოვრობს და მას შემდეგ, რაც მას რადიკალი იმამი \"დაამუშავებს\", ის საკუთარი მასწავლებელის მოკვლას ცდილობს. თინეიჯერულ თუ რელიგიურ ამბოხზე შექმნილი დარდენების სურათი ფესტივალის გამარჯვებული გახდა, როგორც \"საუკეთესო რეჟისორული\" ნამუშევარი.

სამწუხაროდ, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე უპრიზოდ დარჩა ჯიმ ჯარმუშის ზომბი-კომედია \"The Dead Dont Die\" (\"მკვდრები არ კვდებიან\"), რომელსაც დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესით ელოდება ქართველი მაყურებელი.

ასევე, უპრიზოდ დატოვეს 82 წლის კენ ლოუჩი, რომელსაც \"ოქროს პალმის რტო\" მიღებული აქვს ფილმებისთვის: \"The Wind that Shakes the Barley\" (\"ქარი, რომელიც ქერს არხევს\") და \"I, Daniel Blake\" (\"მე, დენიელ ბლეიკი\"). ამ უკანასკნელმა ფილმმა, მისი მძაფრი სოციალური თემატიკის გამო ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია დიდ ბრიტანეთში და უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. წელს კი კანში მისი ბოლო ნამუშევარი, რა თქმა უნდა ისევ სოციალურ თემაზე შექმნილი ფილმი იყო ნაჩვენები - \"Sorry We Missed You\". რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ, სახლში გემრიელად მოკალათებულები, ონლაინ ვყიდულოთ პროდუქციას და შემდეგ კურიერს ველით. რა ხდება ამ დროს კურიერთან, რა გზას გადის ის, როგორია ანდა ვინ არის ის საერთოდ? ლოუჩის ობიექტივში ამჯერად მიტანის სერვისის მძღოლი მოექცა, რომლის ყოველდღიურობას, მისი პატარა ოჯახის წევრების ცხოვრების სურათები ემატება და მძაფრი სოციალური დრამა ეკრანზე ცოცხლდება.

 

კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზები ასე გადანაწილდა:

 

  • \"ოქროს პალმის რტო\" - ჯუნ ჰო ბონგის \"Parasite\"
  • \"საუკეთესო რეჟისურა\" - ძმები დარდენების \"Young Ahmed\"
  • \"ჟიურის გრან-პრი\" - სენეგალელი რეჟისორის მატი დიოპის \"Atlantics\"
  • \"ჟიურის სპეციალური ჯილდო\" - ლაჯ ლის \"Les Misérables\" და კლებერ მენდოსა ფილიუს \"Bacurau\"
  • \"საუკეთესო სცენარი\" - სელინ შიამას \"Portrait of a Lady on Fire\"
  • \"საუკეთესო მსახიობი მამაკაცი\" - ანტონიო ბანდერასი ფილმში \"Pain and Glory\"
  • \"საუკეთესო მსახიობი ქალი\" - ემილი ბიჩემი ფილმში \"Little Joe\"
  • \"საუკეთესო დებიუტი\" - ცეზარ დიასი \"Our Mothers\".

 

 

 

 

 

 

 

 

2019-May-27
/web/uploads/saturday-0668-1.jpg

72-ე კანის კინოფესტივალი და ლევან აკინის წარმატებული პრემიერა

\"დამთხვევაა რომ ფილმის პრემიერა 17 მაისს იმართება?\" - ეკითხება კანის კინოფესტივალზე, ინტერვიუს დროს „რადიო თავისუფლების\" ჟურნალისტი გოგი გვახარია ლევან აკინს, ქართული წარმოშობის შვედ რეჟისორს. „არა, მთლად დამთხვევა არაა\", - პასუხობს ლევანი, „ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ თუკი იქნებოდა ამის საშუალება, ფილმის პრემიერა ზუსტად 17 მაისს გამართულიყო. ასეც მოხდა\".

72-ე კანის კინოფესტივალზე სექციაში „რეჟისორების ორკვირეული\" ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ\" იყო ნაჩვენები. სექციის 25 ნამუშევარს შორის წარმოდგენილი აკინის ფილმის პოსტერი, ჟურნალი SCREEN-ის ყდაზე იყო დაბეჭდილი. ფილმის პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალზე. გრძელ აპლოდისმენტებს კი - დადებითი რეცენზიები პრესაში: „Indie Wire\", „The Hollywood Reporter\", \"Screen Daily\", \"Liberation\" და სხვა. რა თქმა უნდა, ფილმის წარმატებული პრემიერა არ გამოჰპარვიათ იმ ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალს ლაჟვარდოვანი სანაპიროდან აშუქებენ.

ლევან აკინი შვედური კინოს ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. ის რამდენიმე წარმატებული ფილმის და ტელესერიალის ავტორია. 2011 წელს სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა მისი ფილმის \"კატინკას წვეულება\" (\"Katinkas kalas\") ჩვენება, რომელსაც პრესაში დადებითი შეფასებები მოჰყვა. თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელი საქმე\" (\"De sista sakerna\"), რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. აკინის ფილმები საკუთარი თავის ძიების, კულტურათა შეჯახებისა და კლასობრივი განსხვავებების თემებს ეხება.

როგორც ლევანი ამბობს, „და ჩვენ ვიცეკვეთ\" არ არის გეი ფილმი. ეს არის ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ახალგზრდა და გინდოდეს საკუთარი თავის შეცნობა. გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ტრადიციები. \"მგონია რომ ქართველი და ევროპელი მაყურებელი სხვადასხვანაირად შეხედავს ამ ფილმს. ქართველმა მაყურებელმა შეიძლება სხვა შრეები დაინახოს მასში. ეს ფილმი ჩემთვის ერთგვარი სასიყვარულო წერილია საქართველოსადმი\". როგორც თავად ამბობს, ამ ფილმით თითქოს უკან, თავის ფესვებთან დაბრუნდა. ამბავში, სადაც ფილმის გმირების ცხოვრება და ქვეყნაში არსებული სიტუაცია ერთმანეთში იხლართება. სადაც ოკუპაცია, ნარკოპოლიტიკა და სოციალური ფონი ერთ მთლიან სურათს ქმნის. ეს ფილმი თავისუფლებაზეა. თავისუფლებაზე, რომელიც ასე გვჭირდება თითოეულს. „როდესაც ვნახე თუ როგორ ივაჟკაცეს 2013 წელს ახალგაზრებმა, რომელთაც ეკლესიის წარმომადგენლებმა ვეებერთელა ბრბო მიუქსიეს, მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ თემაზე რამის გაკეთება\".

ფილმის მთავარი გმირია მერაბი (ლევან გელბახიანი), ქართული ცეკვის ანსამბლის წევრი. მარი (ანა ჯავახიშვილი) მისი მეწყვილე და შეყვარებულია, ისინი ხომ 10 წლიდან ერთად დადიან ცეკვაზე. მოცეკვავეები იყვნენ მერაბის ბებიაც და მამაც, რომელიც ოჯახისთვის ფულის საშოვნელად მანქანების მეორადი ნაწილების გაყიდვაშია ჩართული. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ახალი წევრი - ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ორს შორის მეტოქეობა იწყება, რომელიც ბოლოს თამამ სასიყვარულო სცენებში გადადის.

„საქართველოდან მხარდაჭერა არ მიგვიღია. თანადგომა კი არა, საბოტაჟიც კი მოგვიწყვეს იმ ხალხმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ფულს იღებენ ევროკავშირის უწყებებისგან და ფონდებისგან და წესით, მხარს უნდა უჭერდნენ დემოკრატიას. მათ უბრალოს გვითხრეს - წადით, თქვენი...\" - ჰყვება ინტერვიუში რეჟისორი. როგორც ირკვევა, მუშაობის პროცესში ფილმის გადამღებ ჯგუფს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. გარდა იმისა, რომ სიუჟეტის გამო ბევრმა ადამიანმა უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე, ბევრი გადასაღები ლოკაციაც დაიბლოკა. საინტერესოა, რომ ფილმში მონაწილეობაზე რამდენჯერმე განაცხადა უარი მისი მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმა (რომლის კარგი თამაშიც არაერთხელ აღინიშნა უცხოურ პრესაში): „არ იყო მარტივი ასეთ ფილმში და თანაც ესეთ როლზე დათანხმება. ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ვისაც ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე, სადაც სიძულვილი და ძალადობა თითქმის ყოველდღიურობად იქცა, ჩემი უსაფრთხოებაც განხილვის თემა გახდა. გამუდმებით ვუსვამდი ჩემს თავს ერთ კითხვას - გადავრჩები, თუ არ გადავრჩები? მაგრამ, მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, თანაც არა მხოლოდ როგორც კარიერული წინსვლის, არამედ როგორც იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოში არსებობს\", - ჰყვებოდა მსახიობი „სინემანიასთვის\" მიცემულ ინტერვიუში.

ოპერატორული ნამუშევარი და მთავარი როლის შემსრულებლის შთამბეჭდავი თამაში არ გამოჰპარვია \"Awards Daily\"-ის ჟურნალისტს, რომელმაც დაწერა: „ლისაბი ფრიდელის ოპერატორული ნამუშევარი არამხოლოდ ქართული ცეკვის გასაოცარ რიტმს და ენერგიას, არამედ აღბეჭდავს კავკასიის მეტროპოლისის თანამედროვე ცხოვრებას. გელბახიანის შესრულება მშვენიერია, ის შთამბეჭდავად გადმოსცემს თავისი გმირის სახეს, რთული ცეკვის ილეთების თუ მისტიკური, აღმაფრთოვანებელი და ამავე დროს დამანგრეველი პირველი სიყვარულის ჩვენებისას. ქვიარ ფილმები ისეთი პოპულარული გახდა ამ ბოლო წლებში, რომ ზოგჯერ გვგონია - ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ფილმები, რომლებიც ადამიანების გამოცდილებაზე მოგვიყვება და დაგვეხმარება წარმოვიდგინოთ თუ რას გრძნობენ, როგორ გადიან ადამიანები ბრძოლის იგივე გზებს სხვადასხვა კონტინენტებსა და კულტურებში. სწორედ ამიტომ „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ\" თანაგრძნობით სავსე, საჭირო ფილმია\".

\"Screen Daily\"-მ კი მიმოიხილა ფილმის თემატიკა და ხაზი გაუსვა მას: „ქართული ცეკვა მარტო კოდიფიცირებული და მასკულინური კი არ არის, არამედ როგორც მას ცეკვის მასწავლებელი ეძახის „ის, ერის სულია\". იმ ერის, რომელსაც ნული ტოლერანტობა გააჩნია ჰომოსექსუალების მიმართ\".

„მეშინოდა, რომ \"და ჩვენ ვიცეკვეთ\" გაიზიარებდა კანში ბედს ქართულ-ამერიკული ფილმისა \"აგვისტოს 5 დღე\", უსაშველოდ პრიმიტიული სპეკულაციისა, რომელიც დღეს, მგონი, აღარც არავის ახსოვს\" - წერს „რადიო თავისუფლების\" ვებ-გვერდზე კინომცოდნე გოგი გვახარია, - \"აქაც ძალიან დიდი იყო საშიშროება საქართველოში დღითი დღე გაძლიერებული და დაუსჯელი ჰომოფობიით სპეკულაციისა, მაყურებლის - განსაკუთრებით, დასავლელი მაყურებლის - გრძნობებზე თამაშისა, ახალი მითების შექმნისა \"ველურ ქართველებზე\", რომლებიც ჩოხებისა და ხმლების კულტურიდან ვერა და ვერ გამოდიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ \"და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ\" არის ფილმი, რომელშიც ჰომოფობია სულაც არაა მთავარი თემა, უფრო სწორად, ერთადერთი თემა. აღმოჩნდა, რომ ლევან აკინმა გადაიღო ფილმი დროზე, მე ვიტყოდი \"გარდამავალ დროზე\", როცა ძველი და ახალი არა მარტო ებრძვის ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში შეღწევასაც ცდილობს; როცა ახალგაზრდები ტრადიციული კულტურის ნგრევის ნაცვლად ამ კულტურის წიაღში შეღწევას, ამ კულტურის გაცოცხლებას ცდილობენ. კი, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგობას უწევენ, რა თქმა უნდა, მათ სცემენ, ემუქრებიან, ქვეყნიდან წასვლას ურჩევენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ცეკვავენ. თან ბევრად უკეთესად ფლობენ თავიანთ სხეულს, ვიდრე ისინი, ვინც ძველისკენ, მომაკვდავისკენ ექაჩება\".

ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოშიც შედგება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება მისი პრემიერა.

 

 

2019-May-21
/web/uploads/cannes-film-festival-1962-elke-sommer.jpg

მოკლედ კანის 72-ე კინოფესტივალზე

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიიდან:

მას შემდეგ, რაც 1938 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდო ლენი რიფენშტალის „ოლიმპიამ\" დაიმსახურა, პროტესტის ნიშნად ამერიკული და ბრიტანული დელეგაციის წევრებმა კინოფორუმი ხმაურიანად დატოვეს. ფრანგულმა მხარემ კი გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი კინოფესტივალი, რომელსაც დამოუკიდებელი ჟიური ეყოლებოდა. კანის პირველი კინოფესტივალი 1939 წელს უნდა ჩატარებულიყო. მისი ჟიურის დავჯდომარე კი ლუი ლუმიერი იყო. თუმცა, იმ წელს ფესტივალის გახსნა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ჩაიშალა. კანის კინოფესტივალის პირველი გამოშვება 1946 წელს გაიმართა.

კანის 72-ე ფესტივალის ჟიური:

„კანის კინოფესტივალი ჩემთვის ყოველთვის ძალზედ მნიშვნლოვანი ფესტივალი იყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ წელს პატივი მხვდა წილად ვიყო საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი. კინო პლანეტის ვენებში მიედინება და ეს ფესტივალი, მისი გულია\", - აღნიშნა მექსიკელმა რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ მას შემდეგ, რაც ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად დასახელდა.
„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ალეხანდრო ინიარიტუ ჟიურიში მონაწილეობაზე თანხმდება. კანის კინოფესტივალისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მას ლათინო ამერიკელი რეჟისორი უხელმძღვანელებს - სიამაყით აღნიშნა ტიერი ფრემომ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ინიარიტუსთან ერთად მისი წევრებს შორის არიან 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ბედნიერი ლაზარე\" რეჟისორი ალიჩე რორვახერი (ფილმი ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე), რობინ კამპილო (რომელიც 2013 წელს სტუმრობდა ჩვენს ფესტივალს. ხოლო 2017 წელს მისმა ფილმმა „120 დარტყმა წუთში\" კანის მთავარი პრიზი მოიგო), იორგოს ლანთიმოსი (უდაოდ გემახსოვრებათ შარშან ჩვენი კინოფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები მისი „ფავორიტი\") და პაველ პავლიკოვსკი (მისი ფილმი „ცივი ომი\" ასევე ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 ფესტივალზე).

ის, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს:

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი \"თეთრი ქარავანი\", რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა მაშინ „ოქროს პალმის რტო\" ჟაკ დემის „შერბურგის ქოლგებმა\" დაიმსახურა. \"თეთრი ქარავანი\" სექციაში „კანის კინოკლასიკა\" იქნება ნაჩვენები.

ჟანა მოროს, ვუდი ალენის, ბერნარდო ბერტოლუჩის, ჯეინ ფონდასა და კლინტ ისტვუდის შემდეგ, ფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის რტო\" კინოში შეტანილი წვლილისათვის ალენ დელონს გადაეცემა.

ამ პოსტერზე 26 წლის ანიეს ვარდა თავის პირველ ფილმს იღებს. ტექსნიკოსის მხრებზე შემომდგარი, კამერის პატარა ჭუჭრუტანაში იყურება. სიმბოლურია, რომ 1955 წელს გამოსული მისი პირველი ფილმი „La Pointe Courte\", სწორედ კანში აჩვენეს. მისი ფილმები 13-ჯერ იყო წარდგენილი კანის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. 2005 და 2013 წლებში კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, ხოლო 2015 წელს საპატიო „ოქროს პალმს რტო\" მიიღო. რეჟისორი ანიეს ვარდა 2019 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. მისი ფილმი სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული\" (Directors fortnight). ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ.

და რა თქმა უნდა კვენტინ ტარანტინო! მართალია „ერთხელ ჰოლივუდში\" (Once Upon a Time in Hollywood) ვერ მოხვდა საკონკურსო პროგრამაში, როგორც ამბობობენ ამის მიზეზი დროის სიმცირე იყო, თუმცა რეჟისორმა ფილმის დასრულება მაინც მოასწრო და მის პრემიერა კანში მაინც შედგება. ჰოლივუდში განვითარებულ ტარანტინოს ისტორიაში ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი და ტიმ როთი თამაშობენ.

„სილვესტერ სტალონე წელს კანში იქნება!\" - იუწყება კანის ოფიციალური ვებ-გვერდი. „ის ხომ არასდროს რჩება შეუმჩნეველი წითელ ხალიჩაზე\" - წერენ მასზე ფრანგი კინოკრიტიკოსები. როგორც აღმოჩნდა, წელს კანის კინოფესტივალზე შეკრებილ მაყურებელს უკან, ბავშვობაში გადავარდნა ემუქრება - 72-ე ფესტივალზე ხომ სტალონეს საკულტო ნამუშევრის „რემბოს\" ახალი სერიის ჩვენება გაიმართება -Rambo V - Last Blood.

გახსნის ფილმის შესახებ:

ფესტივალი 14 მაისს ჯიმ ჯარმუშის საკონკურსო ფილმით „მკვდრები არ კვდებიან\" (The Dead Dont Die) გაიხსნება. მაყურებელს შთამბეჭდავი სამსახიობო დასი და ზომბი-კომედიის ჯარმუშისეული ვერსია ელის, სადაც პოლიციელები: ბილ მიურეი და ადამ დრაივერი, სამურაის ხმლით მებრძოლი ტილდა სუინტონი, ზომბი იგი პოპი, სტიმ ბუშემი, სელენა გომეზი და ტომ უეიტსი მონაწილეობენ. როგორც ფილმის ტრეილერიდან ირკვევა, ჯარმუშის პატარა ქალაქში ყველაფერი მთლად კარგად ვერაა. მთვარე უფრო დიდია და ცოტა ქვემოთაცაა ჩამოშვებული, დღის განმავლობაში დღის შუქი სულ უფრო და უფრო იკლებს და ცხოველებიც უჩვეულოდ იწყებენ ქცევას; ახალი ამბებში საშინელ სიუჟეტებს გადმოსცემენ და მეცნიერები შეშფოთებულები ჩანან. სინამდვილეში, მკვდრები არ კვდებიან თურმე! ისინი საკუთარი საფლავებიდან დგებიან და ცოცხლებზე შეტევას იწყებენ!

მთავარი საკონკურსო პროგრამა:

მთავარ კონკურსში 19 ფილმია წარმოდგენილი:
ჯიმ ჯარმუშის The Dead Dont Die
პედრო ალმოდოვარის Dolor y Gloria (Pain and Glory)
მარკო ბელოკიოს Il Traditore (The Traitor)
დიაო ინანის The Wild Goose Lake
ჯუნ-ჰო ბონგის Gisaengchung (Parasite)
ჟან-პიერ და ლუკ დარდენების Le Jeune Ahmed (Yound Ahmed)
არნო დეპლეშინის Roubaix, Une Lumière (Oh Mercy!)
მატი დიოპის Atlantique
ქსავიე დოლანის Matthias et Maxime (Matthias and Maxime)
ჯესიკა ჰაუსნერის Little Joe
კენ ლოუჩის Sorry We Missed You
ლაჯ ლის Les Misérables
ტერენს მალიკის A Hidden Life
კლებერ მენდოსა ფილიუს Bacurau
კორნელიუ პორომბოუს La Gomera (The Whistlers)
ირა საჩის Frankie
სელინ სკიამას Portrait de la Jeune Fille en Feu
ელია სულეიმანის It Must Be Heaven
ჟუსტინ ტრიეს Sibyl

ცივი უარი „ნეტფლიქს\":

კინოკომპანია „ნეტფლიქსის\" ფილმები ოფიციალურად აკრძალულია კანში. \"ფილმები, რომლებიც \"ნეტფლიქსის\" ფულით არის გადაღებული, არასდროს იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში\" - გაიძახოდნენ შარშან ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც ასე ცდილობენ დაუპირისპირდნენ სატელევიზიო ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ მოხდა რომ „ნეტფლიქსის\" გამორჩეული პროდუქტი - ალფონსო კუარონის „რომა\" ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს 2018 წელს. სავარაუდოდ, იგივე მიზეზის გამო არ მოხვდა კანის წლევანდელ პროგრამაში მარტინ სკორსეზეს დრამა The Irishman და სტივენ სოდერბერგის The Laundromat.

 

 

 

 

 

 

 

2019-May-14
/web/uploads/VB3BLOG_Rich-Encounters-Jan.jpg

რიჩ უორენის ვორქშოფი “პოლიტიკაში“


სამშაბათს, 7 მაისს „პოლიტიკაში\" გაიმართა ვორქშოფი, რომელსაც თბილისში მოწვეული ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი რიჩ უორენი უძღვებოდა. ის დაინტერესებულ აუდიტორიის საკონკურსო პროგრამის „დეპიქტ!\"-ის შესახებ ესაუბრა და მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალმა გამოაცხადა 90-წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტ!\"-ი (DepicT!), რომელიც ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანაშრომლობის შედეგად იმართება.

კონკურსი „დეპიქტ!\"-ი უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში\", საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. მისი მიზანია აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარითა და ახალი ხედვით გამოირჩევიან და მათ საერთაშორისო პლატფორმაზე მონაწილეობის საშუალება მისცეს. კონკურსი მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტები ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდება:
• ფილმის ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე;
• სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისოკინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ფულადი ჯილდო £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ფილმის ჩვენება ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

შეგახსენებთ კონკურსში მონაწილეობის პირობებს:
• კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
• ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა შაბათი, 31 აგვისტო. განიხილება მხოლოდ https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე ატვირთული ნამუშევრები (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
• ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
• მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2018 წლისა;
• კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები;
• კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
• ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
• განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის
წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
• ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
• ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალრეზოლუციაში გამოგზავნა.

 

2019-May-09
/web/uploads/artworks-000189286691-aenxhg-t500x500.jpg

„დააკავშირე ფიქრები“ - დოკუმენტური კინოფესტივალი „სინედოკ- თბილისი“ დღეს იხსნება

„ეს არ არის ფესტივალი, სადაც ადამიანი მოდის, უყურებს ფილმებს და მიდის. აქ ყველა ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსია, სადაც მაყურებელი თავის აზრს გამოთქვამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, წელს ასეთი სლოგანი მოვიფიქრეთ - „დააკავშირე ფიქრები\", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კინოფესტივალი „სინედოკ-თბილისის\" (CineDOK Tbilisi) დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა.

„სინედოკ-თბილისი\" წელს უკვე მე-7-ედ ჩატარდება და 8-13 მაისის ჩათვლით, დოკუმენტური კინოს მოყვარულებს საინტერესო კინოჩვენებებსა და მასტერკლასებზე ეპატიჟება. ტრადიციულ სექციებთან ერთად (საერთაშორისო კონკურსი, Focus Caucasus, CineDOC Young, Erotic DOC) წელს ფესტივალი მაყურებელს თემატურ სექციებს შესთავაზებს, რომლებიც სხვადასხვა თემაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. თემატურად დაყოფილი სექციებია: „რეჟისორი ფოკუსში\", „უპირობო სიყვარული\", „რწმენის მიღმა\", „წითელი სული\", „ჩვენ და ჩვენი პლანეტა\", „ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ\", „ოჯახური პორტრეტები\", „კონფლიქტის შემდეგ\", „მარად ახალგაზრდა\", „ცვალებადი ქალაქები\", „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი\" და „ადაპტაცია\".

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში\" ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ნიკოლა ფილიბერის სამი ფილმი: \"ცხოველები\" (1994), „ყოფნა და ქონა\" (2002), „ყოველ წუთსა და წამს\" (2018). ხოლო 9 მაისს 17:00-ზე კინოთეატრ „ამირანის\" მე-3 დარბაზში ნიკოლა ფილიბერი დაინტერსებული აუდიტორიისათვის მასტერკლასს გამართავს.

„უპირობო სიყვარულის\" სექციაში წარმოდგენილი ფილმების ავტორები ცდილობენ გრძნობები სხვადასხვა ჭრილში განიხილონ, იქნება ეს უკრაინული გულისამაჩუყებელი ისტორია ფილმიდან „მამაჩემი დედაჩემის ძმაა\" (რეჟისორი: ვადიმ ილკოვი) თუ ქართველი წყვილის ნანულისა და გოგის 50 წლიანი თანაცხოვრების ამბავი ფილმში „ნანული და გოგი\" (რეჟისორი: მარიამ აგლაძე).

რა ადგილი უკავია რელიგიას თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში და ახდენს თუ არა ის გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდებიან სექციაში „რწმენის მიღმა\" წარმოდგენილი რეჟისორები შემდეგ ფილმებში: „მთავარი ცოლი\" (რეჟ:ჰისტერ ოვერმარსი, ნიდერლანდები), „მოლენბეკის ღმერთები\" (რეჟ:რეეტა ჰუჰტანენი, ფინეთი) და „სანამ მამა დაბრუნდება\" (რეჟ:მარი გულბიანი, საქართველო/საფრანგეთი/გერმანია).

უდაოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია ფესტივალის ახალი პროგრამა „წითელი სული\", რომელშიც წარმოდგენილი ფილმები საბჭოთა კავშირსა და მის გარშემო არსებულ, დღესაც აქტუალურ თემებსა და პრობლემებს უტრიალებს. ამ თემატურ სექციაში ნაჩვენები იქნება ძიგა ვერტოვის, ვერნერ ჰერცოგისა და ვიტალი მანსკის ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს შეაფასებენ: ჰოლანდიელი რეჟისორი და პროდიუსერი პეტრა სელისკარი, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორი ონდრეი კამენცკი და ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ ჭაჭია. რაც შეეხება Focus Caucasus-ის ჟიურის, მასში შედიან: ქენან ალიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი, ჩილა კატო, Astra Film Festival-ის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კინოკრიტიკოსი და კონსულტანტი ტუე სტინ მიულერი.

წელს ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში პირველად გაიმართება New Talents Caucasus-ი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და ნიჭიერ სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ რეჟისორებს დოკუმენტური კინოპროექტების განვითარებაში. შერჩეული კანდიდატები CinéDOC Summer School-ის მონაწილეები, Focus Caucasus-ისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამის ფარგლებში შერჩეული რეჟისორები არიან. კინოპროექტებისთვის დაწესებულია ოთხი პრიზი: 1000 აშშ დოლარი პროექტის განვითარებისთვის, ჯილდოს სპონსორია Current Time TV; ერთი პროექტის ავტორი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაზე Baltic Sea Forum for Documentaries, რომელიც 2019 წელს 3-7 სექტემბერს რიგაში გაიმართება; ორ კინორეჟისორს კი შესაძლებლობა მიეცემა დაესწრონ Eurasiadoc-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფს კინოს განვითარებისა და თანაწარმოების შესახებ. შერჩეული რეჟისორები თავიანთ პროექტებს წარადგენენ სპეციალური ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ზანე ბალკუსი (Baltic Sea Forum for Documentaries), მელანი დე ვოხტი (IDFA Bertha Fund), ბრიჯიდ ოში (DOK Leipzig), მარიამ ჭაჭია (Eurasiadoc), კენან ალიევი (Current Time TV) და მანანა სურაძე (საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).

ასევე ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, ძიგა ვერტოვის ფილმის „რევოლუციის წლისთავი\" ჩვენების შემდეგ, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხმლებით ჩაივლის, გაიმართება ვრცელი დისკუსია რუს კინომცოდნესთან ნიკოლაი იზვოლოვთან. მრავალწლიანი ძიების შემდეგ მკვლევარმა ნიკოლაი იზვოლოვმა რუსეთის ეროვნული დოკუმენტური კინოსა და ფოტოგრაფიის არქივში ძიგა ვერტოვის ფილმის „რევოლუციის წლისთავის\" (1918) სრულყოფილი ვერსია აღმოაჩინა. ამ გასაოცარ აღმოჩენამდე საყოველთაოდ ცნობილი რუსი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის მხოლოდ 12 წუთი იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. „რევოლუციის წლისთავი\" ორი საათის განმავლობაში 1917 წელს, რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შესახებ მოგვითხრობს. უნიკალური არქივი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს, ვლადიმერ ლენინისა და ლევ ტროცკის მიმართვებს მოიცავს. სპეციალური კინოჩვენებას პიანისტი ნიკოლაე დუმიტრუ ცოცხალი მუსიკით გააფორმებს.

11 მაისს შედგება ფილმის „თაფლის მიწა\" ჩვენება და შეხვედრა ოპერატორთან ფეიმი დაუტთან, რომელმაც ამ ფილმისათვის სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ჯილდო აიღო. „თაფლის მიწა\" (2019) მოგვითხრობს ევროპაში დარჩენილი უკანასკნელი მეფუტკრის ამბავს, რომელიც მაკედონიის შორეულ სოფელში ველურ ფუტკრებს უვლის. მთავარი გმირის სახლთან ახლოს მომთაბარე მეფუტკრეთა ოჯახი დასახლდება, რაც მის მიერ შენარჩუნებულ ფუტკართა კოლონიებს განადგურებით დაემუქრება.
ამავე დღეს შედგება CREATIVE EUROPE-ის პროგრამის პრეზენტაციაც, რომელზეც განიხილავენ ევროპაში ტრენინგების შესაძლებლობებს ქართველი რეჟისორებისთვის, ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და როგორ ითანამშრომლოთ Creative Europe-თან საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მე-7 საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი \"სინედოკ-თბილისი\" 8 მაისს 20:00-ზე კინოთეატრ „ამირანში\" გაიხსნება სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით „თაფლის მიწა\".

ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანსა\" და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.

სრული პროგრამის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ფესტივალის ვებ-გვერდს: http://www.cinedoc-tbilisi.com/?lang=ge

 

 

 

2019-May-08
/web/uploads/depict.jpg

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორთა საყურადღებოდ!

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

ეს კონკურსი ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგია. 

თბილისის კონკურსი, რომელიც ბრისტოლის დუბლიკატია, „ბრიტანული სეზონის“ შემადგენელი ნაწილია. „ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტები“ - ამ სახელწოდებით ტარდება ბრიტანული პროგრამა საქართველოში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარში #UKGeorgia2019.

კონკურსის შესახებ

კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT!) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ ­­­„უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდება:

  • ფილმის ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფულადი ჯილდო  £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის  - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფილმის ჩვენება ბრისტოლის  2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ  ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
  • ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი.  ნამუშევრების ატვირთვა შეგიძლიათ როგორც Vimeo.com-ზე (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბმული გამოგზავნოთ ფესტივალის ოფიციალურ მეილზე: office@tbilisifilmfestival.ge), ასევე  https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
  • ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
  • მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2018 წლისა;
  • კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტუ ფილმები;
  • კონკურსში დაიშვება როგორც პროფესიული კამერით, ასევე ფოტოკამერით და სმარტფონით გადაღებული ფილმები. 
  • კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
  • ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
  • განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
  • ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გამოგზავნა. 
მიიღე DepicT!-ის გამოწვევა და არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა გააცნო შენი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას.
2019-May-01
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-11_at_12.53.02_PM.png

ევროკავშირის მიერ გამართული შეხვედრა და დისკუსია მოსწავლეებთან

წელს 70 წელი შესრულდა ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით  ევროკავშირმა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე დააწესა სპეციალური პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში\", რომელიც ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს გადაეცა. პრიზის მფლობელი გახდა ლუკას დონტის ფილმი \"გოგონა\". 

ამას გარდა, 9 დეკემბერს ევროკავშირმა ჩაატარა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლის დროსაც ახალგაზრდა აუდიტორიას გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სექციაში \"დამზადებულია გერმანიაში\" წარმოდგენილი ლარს კრაუმეს ფილმი \"მდუმარე პროტესტი\" უჩვენებს. სეანსების შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელიც წარმოდგენილ ფილმებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა თემას შეეხებოდა.

 

ფოტო: საბა ხითარიშვილი

2018-Dec-11
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-11_at_11.40.37_AM.png

მრგვალი მაგიდა საკონკურსო რეჟისორების მონაწილეობით

ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საკონკურსო პროგრამაში მონაწილე დებიუტანტი რეჟისორები. დიკუსიაზე მათ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც ხვდებათ ფილმზე მუშაობის პროცესში. ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარსულითა და კინოსთან მისვლის სხვადასხვა გზით. 

დისკუსიას მოდერაციას უწევდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამ ღონღაძე.

ფოტო: საბა ხითარიშვილი

 

 

2018-Dec-11
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-11_at_11.44.29_AM.png

ფილმის ჩვენება - "ბროლის გედი"

დარია ჟუკის ფილმი \"ბროლის გედი\" ფესტივალის საკონკურსო სექციაში იყო ნაჩვენები. 8 დეკემბერს გაიმართა ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

ახალგაზრდა ეველინას ხარისხი აქვს მიღებული სამართალში, მაგრამ ის აშშ-ში მოგზაურობაზე და იქ პროფესიონალ დიჯეობაზე ოცნებობს. თუმცა 1997 წელია და გოგონა პოსტ-საბჭოთა მინსკში ცხოვრობს. ბელარუსი რეჟისორის, დარია ჟუკის ამ გაბედულ დებიუტში 1990-იანი წლების ჰაუსის რიტმები იგრძნობა.

რეჟისორი დარია ჟუკი დაიბადა მინსკში, სწავლობდა აშშ-ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მან დაამთავრა ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტები, მუშაობდა არხზე HBO, გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და არაერთი პრიზი დაიმსახურა.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

 

2018-Dec-11
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-11_at_11.43.25_AM.png

ფილმის ჩვენება - "ბიჭები ტირიან"

\"ბიჭები ტირიან\" დამიანო და ფაბიო დინოჩენციოს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ფესტივალზე საკონკურსო სექციაში იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მსახიობთან მატეო ოლივეტისთან.

მირკო და მანოლო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი რომის გარეუბანში ცხოვრობენ. ორივე ღარიბია და მარტოხელა მშობლები ჰყავთ. სკოლის ასაკიდან მუშაობენ და დროებით სამუშაოზე ძლივს ახერხებენ, რომ თავი შეინახონ. ისინი ერთად ოცნებობენ ქალებზე, სექსზე და ფულზე, უკეთეს მომავალზე. მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს, მოულოდნელად კაცი შემოაკვდებათ, მათ ადგილობრივი მაფია ჩაითრევს და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ცოტა ხანში, თავიანთი ახალი უფროსებისთვის ბინძურ საქმეს აკეთებენ და ხელები სისხლში აქვთ გასვრილი. მაგრამ იოლი ფულის და ბევრი ფულის შოვნის ილუზიით გაბრუებულები ვეღარ აცნობიერებენ თავიანთი არჩევანის შედეგებს.

დამიანო და ფაბიო დინოჩენციო (დაიბადნენ 1988 წელს) არიან იტალიელი სცენარისტები და რეჟისორები. ბავშვობა რომის პერიფერიაში გაატარეს, ხატავდნენ, ლექსებს წერდნენ და ფოტოებს იღებდნენ. მათ კინოსარეჟისორო განათლება არ აქვთ მიღებული. „ბიჭები ტირიან\" მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

ფოტო: შოთიკო წიქურიშვილი

 

2018-Dec-11
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-11_at_11.41.32_AM.png

ფილმის ჩვენება - "ალისფერი შროშანი"

8 დეკემბერს გაიმართა მარია ავდიუშკოს ფილმის \"ალისფერი შროშანი\" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

მისტიკური და ამაღელვებელი დრამა სვამს კითხვას, თუ რა ტიპის სინამდვილეს შეუძლია ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა მიანიჭოს. ფილმი მოგვითხრობს 38 წლის პიას ამბავს. ის ოფთალმოლოგია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა ქმარს, ვინაიდან შვილების გაჩენა არ შეეძლო. პია ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს. მოულოდნელად, მისი უდიდესი სურვილი, რომ დედა გახდეს, ასრულდება - თუმცა, არა ზუსტად ისე, როგორც მას წარმოედგინა.

მარია ავდიუშკო ესტონელი მსახიობი, პროდიუსერი და კინორეჟისორია. ნაყოფიერი კარიერის მანძილზე, ნათამაშები აქვს 50-ზე მეტი როლი თეატრში და 20-ზე მეტი როლი კინოსა და ტელეფილმებში. დღემდე დაწერილი და გადაღებული აქვს ორი ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ერთი დოკუმენტური. „ცეცხლისფერი შროშანი\" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

2018-Dec-11
/web/uploads/_MG_7260.jpg

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

დღეს კინოთეატრ \"ამირანში\" გაიმართა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

სექცია „ქართულ პანორამას\" ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის\" და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის\" დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები აფასებდნენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

\"ოქროს პრომეთე\" (საუკეთესო ფილმი) - \"ბროლის გედი\" (ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, 2018), რეჟისორი: დარია ჟუკი.

\"ვერცხლის პრომეთე\" (საუკეთესო რეჟისურა) - \"მშვიდი ღამე \" (პოლონეთი, 2018), რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა მარტინა აპოსტოლოვას, მთავარი როლისთვის ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა\", (ბულგარეთი, 2018).

რაც შეეხება სექციას \"ქართული პანორამა\", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

\"ქართული პანორამის\" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - \"აღლუმი\", რეჟისორი ნინო ჟვანია, (საქართველო, 2018).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - \"ლანწკი პაპას მოპარული ხარი\", რეჟისორები ელენე ნავერიანი და თომას რაიშლინი (საქართველო, 2018).

აუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - \"საშლელი\", რეჟისორი დავით ფირცხალავა (საქართველო, 2018).

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ფილმს \"გამჭვირვალე სამყარო\", რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო, 2018).

ამას გარდა, წელს უკე მეორედ ევროკავშირმა საქართველოსთვის დააწესა სპეციალური პრიზი - ადამიანის უფლებები კინოში, რომლის გამარჯვებულიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. „ადამიანის უფლებები კინოში\" გამარჯვებული გახდა საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი \"გოგონა\" (ბელგია, ნიდერლანდები, 2018), რეჟისორი: ლუკას დონტი.

„პირველი არხის\" გადაცემის „ილუზიონის\" ავტორებმა, კინომცოდნეებმა ბაჩო ოდიშარიამ და გური სულთანიშვილმა საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეული გამოავლინეს. მათი გამარჯვებული ფილმია დამიანო დინოჩენცო და ფაბიო დინოჩენცოს „ბიჭები ტირიან\".

ამას გარდა, წელს კიდევ ერთი პრიზი ჰქონდა დაწესებული \"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას\". სპეციალურმა ჟიურიმ, 300 ლარის ოდენობის ვაუჩერები გადასცა „ქართული პანორამის\" გამარჯვებულებს სამივე კატეგორიაში: \"აღლუმი\" (რეჟისორი ნინო ჟვანია), \"საშლელი\" (რეჟისორი დავით ფირცხალავა) და \"მამაჩემის უხილავი ხელი\" (რეჟისორი გიორგი გაგო გაგოშიძე).

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - \"ხმები წრის გარშემო\", ლიკა დაუშვილი (რეჟისორი), ეკატერინე საჩიშვილი (პროდიუსერი).

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - \"ის\", გაგა რაზმაძე (პროდიუსერი), ზაზა კოშკაძე (მწერალი).

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა \"ქართული ფილმის განვითარების ფონდმა\" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა რუპერტ ევერეტის ფილმით „ბედნიერი უფლისწული\".

 

ფოტო: ნინო კანკავა

2018-Dec-08
/web/uploads/1.JPG

პიტერ გრინევეიმ მასტერკლასი გამართა

7 დეკემბერს 11:30-ზე „თიბისი\" ბანკის სათაო ოფისში  ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ გრინევეიმ მასტერკლასი გამართა.

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

 

 

2018-Dec-08
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-08_at_3.41.00_PM.png

მოკლე და სრულმეტრაჟიანი პროექტების პიჩინგი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში 7, 8 დეკემბერს გაიმართა მოკლე და სრულმეტრაჟიანი კინოპროექტების პიჩინგი. მოკლემეტრაჟიან ფილმების პიჩინგზე წარდგენილი იყო 8, ხოლო სრულმეტრაჟიანის სექციაში - 5 პროექტი.

მოკლემეტრაჟიანი პროექტების პიჩინგის ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკოლას ვადიმოფი, ქრისტიან რუთი და რუსუდან პირველი.

სრულმეტრაჟიანი პროექტების პიჩინგის ჟიურის წევრები: მელიკ კარაპეტიანი, რუსუდან ჭყონია, ქეთი მაჭავარიანი და ევა ბლონდიუ.

 

 

2018-Dec-08
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-08_at_2.48.20_PM.png

ფილმის ჩვენება - "სპიტაკი"

გუშინ გაიმართა ალექსანდრე კოტის ფილმის \"სპიტაკი\" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან. 

გორი მოსკოვიდან სომხეთში მიფრინავს, რომ თავისი ოჯახის წევრები მოძებნოს, რადგანაც ისინი მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვდნენ. ჩასვლისთანავე, სასწრაფოდ მიდის ქალაქისკენ, თავისი პატარა სახლის მოსაძებნად. გზად სხვადასხვა ადამიანს ხვდება, რომელთაც თავიანთი ტრაგედიები და გამოწვევები აქვთ. ადგილობრივები მათთვის ძვირფას ადამიანებს ეძებენ. ქალაქის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს კანონის და წესრიგის აღდგენას დანგრეულ ქალაქში. გორი თავისი ოჯახის - ცოლის და მცირეწლოვანი შვილის პოვნის იმედს არ კარგავს, დარწმუნებულია, რომ ამ ნანგრევებში ისინი აუცილებლად იქნებიან. სანამ არსებობს სიყვარული, იმედი არ კვდება.

ალექსანდრ კოტი დაიბადა მოსკოვში, 1973 წელს. მუშაობდა ფოტოგრაფად. 1994-97 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვგიკის კინოსკოლაში, ხოტინენკოს ჯგუფში. სწავლა დაასრულა კრაკოვში, ანჯეი ვაიდას ხელმძღვანელობით. ის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „ომის ციხესიმაგრე\" (2010), „საფრთხობელა\" (2000), რომლებიც კანის კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულზე საჩვენებლად შეარჩიეს, ხოლო ფილმი „ფოტოგრაფი\" (1998) კინოფონდის ხელშეწყობით აჩვენეს კანის კინოფესტივალზე.

ფოტო: ნინო კანკავა

2018-Dec-08
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-08_at_11.52.37_AM.png

გენდერული წარმომადგენლობა კინოინდუსტრიაში

გუშინ ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართა დისკუსია - \"გენდერული წარმომადგენლობა კინოინდუსტრიაში, შედარება ბალტიისპირეთთან\", რომელსაც უძღვებოდა გაბრიელა ზაიდელ-ჰოლანდერი. დისკუსიაში ბალტიისპირეთის კინოს წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. ბალტიისპირეთი ცნობილია, როგორც გამონაკლისი საერთაშორისო ნორმისაგან - გენდერული უთანასწორობა საერთოდაც არ წარმოადგენს პრობლემას და თავს საკმაოდ ორგანულად იმკვიდრებს.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

 

 

2018-Dec-08
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-08_at_11.57.39_AM.png

"ტალახი" - ფილმის ჩვენება

გუშინ გაიმართა ფილმის \"ტალახი\" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

სახლის დაკარგვის შიშით, 17 წლის რაია და მისი პატარა ძმა ბებიის სიკვდილს მალავენ. რაიას თავი ისე უჭირავს, თითქოს ის კიდევ ცოცხალია. იმავდროულად, სრულიად ბოროტად იყენებს თავისი ინგლისურის მასწავლებლის გრძნობებს. დიდი მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის. რაიას იმედი აქვს, რომ შორეულ ლონდონში მცხოვრები დედა დაეხმარება.

2008 წელს რენარს ვიმბამ დაამთავრა კინორეჟისურის ფაკულტეტი ლატვიის კულტურის აკადემიაში, რიგაში. შემდეგ ბალტიისპირეთის კინო და მედია სკოლაში, ტალინში სწავლობდა. რეჟისორის თანახმად, სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე „მე აქ ვარ\" სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ მოთმინებად ღირდა, რადგანაც ბერლინალეზე სექციაში „Generation 14 plus\" ბროლის დათვით დაჯილდოვდა.

ფოტო: საბა ხითარიშვილი

 

 

 

2018-Dec-08
/web/uploads/Screen_Shot_2018-12-08_at_11.48.00_AM.png

ფილმის ჩვენება - "სასწაული"

გუშინ გაიმართა ეგლე ვერტელიტეს ფილმის \"სასწაული\" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

1992 წელია და ლიტვა კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადავიდა. ამის გამო, ღორების ფერმა, რომელსაც სათავეში უდგას ირენა, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ირენა ცდილობს, რომ ფერმა და მისი მუშები შეინარჩუნოს, როდესაც სიმპათიური ამერიკელი, სახელად ბერნარდასი გამოჩნდება ფერმის გადასარჩენად. ის ირენას ოჯახურ ცხოვრებას და სოფლის რუტინას თავდაყირა დააყენებს. ირენას თანდათან უყვარდება ის, მაგრამ აცნობიერებს, რომ მას მთლად უცოდველი ზრახვები არ ამოძრავებს.

ეგლე ვერტელიტე დაიბადა შიაულიაიში (ლიეტუვა). ის სწავლობდა ისტორიას ვილნიუსის უნივერსიტეტში, კინორეჟისურას - ევროპის კინოკოლეჯში და სცენარისტობას - ეროვნულ კინო- და ტელე-სკოლაში, ინგლისში. მას ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების - „რობომაქსის\" (2013) და „ჩიტის რომანტიკული ბოდვა\" (2014) სცენარები. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „ულან-ბატორელი ლამა\" (2011). „სასწაული\" მისი სადებიუტო მხატვრული ფილმია.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

2018-Dec-08