"Georgian-Baltic Bridge" ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასწპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ფიჩინგ ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული პროექტები:
საქართველო
- "ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk" - რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;
- "ია / Ia" - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
- "აღარ შემიძლია / No More" - რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;
- "მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets" - რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;
- "რეალური არსებები / The Real Beings" - რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;
- "როცა 17 წლის ხარ / When you're 17" - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.
ესტონეთი
- "ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers" - რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;
- "მაქცია / Werewolf" - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.
ლიეტუვა
- "თავსაბურავი / The Hood" - რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;
- "ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea" - რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა , პროდიუსერი ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.
შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან:
- ფიჩინგის ექპსერტი კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);
- სცენარის კონსულტანტი კრისტიან რუთი (ესპანეთი).
ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს. Საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.