ფესტივალების დახურულ კარს მიღმა - დისკუსია საერთაშორისო ფესტივალების პროგრამერებთან

დისკუსია გაიმართება ორშაბათს, 7 დეკემბერს 16:00 საათზე, პლატფორმა Zoom-ზე.

მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების პროგრამერები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამერის, გურამ ღონღაძის მოდერატორობით. მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან ფესტივალების პროგრამების შემუშავებისა და სელექციის პროცესს, განიხილავენ თუ რის საფუძველზე ხდება ფილმების შერჩევა, ისაუბრებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე კინოს პროფესიონალებისათვის არსებულ შესაძლებლობებზე. დისკუსია ძირითადად კავკასიის რეგიონზე, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოზე  იქნება ფოკუსირებული. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ფესტივალებზე თავიანთი პროექტების წარდგენა სურთ, რადგან მათ საშუალება ექნებათ მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები თავად გადაწყვეტილებების მიმღებთაგან მსგავსი ფესტივალებიდან.

მონაწილეები:

ანა სუზა (სანდენსის კინოფესტივალი)

ჰიუგო როსაკი (კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი)

რობერტო კუეტო (სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი)

სერჯიო ფანტი (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი)

მოდერატორი:

გურამ ღონღაძე (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი)

2020-Dec-01