თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების პროგრამა

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.

წლევანდელი კინოფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ინდუსტრიული დღეები;
  • მასტერკლასები;
  • ფილმების ჩვენება. 

ინდუსტრიული დღეები მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. ღონისძიებებზე დასასწრებად მიჰყევით პროგრამაში ნარინჯრისფრად მონიშნულ ღილაკს "ZOOM IN" ან თვალი ადევნეთ კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდს.    

2020-Dec-02