ფიჩინგ ფორუმ Georgian-Baltic Bridge-ის გამარჯვებულები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიხსნა.
თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმამ წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს უმასპინძლა. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდა.
ფორუმისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში გაიარეს ინტენსიური ტრეინინგები სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. ვორქშოფებს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები კატარინა ბილდჰაუერი (ფიჩინგის ექსპერტი) და კრისტიან რუთი (სცენარის კონსულტანტი).
ფიჩინგ ფორუმი 2 დეკემბერს გაიმართა. მონაწილეებმა პროექტები ჟიურის და აუდიტორიის წინაშე ონლაინ წარადგინეს.
საერთაშორისო ჟიურიმ სამი საუკეთესო პროექტი გამოავლინა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ დაწესებულ ფულად პრიზებს მიიღებენ: