თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა იწყებს განაცხადების მიღებას

ვიწვევთ რეჟისორებსა და პროდუსერებს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში Georgian-Baltic Bridge მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ონლაინ 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით.

მონაწილეობის მიღება შეუძლია განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ პროექტს (პირველი ან მეორე მხატვრული ფილმი) საქართველოდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვადან.

შერჩეული პროექტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პლატფორმაში მონაწილე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა.

Საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს, რომელიც  მიიღებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს.

ფიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობის პირობები:

  • პროექტის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი
  • პროექტი უნდა შემოიტანოს რეჟისორმა და პროდუსერმა ერთად
  • სამუშაო ენა: ინგლისური. ყველა მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

  • პროექტის დასახელება;
  • ორიგინალი სათაური;
  • სათაური ინგლისურ ენაზე, სცენარის ავტორი/რეჟისორი, წარმოების ქვეყანა, ხანგრძლივობა, ჟანრი;
  • რეჟისორის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია;
  •  ლოგლაინი;
  • სინოფსისი (მაქსიმუმ 1000 სიმბოლო);
  • თრითმენთი (8-12 გვერდი);
  • რეჟისორის ხედვა;
  • პროდიუსერის მოტივაცია;
  • ფინანსური გეგმა;
  • ბიუჯეტი;
  • ვიზუალური მასალები (არსებულის შემთხვევაში). 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა პარასკევი, 13 ნოემბერი (12:00 GMT). განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე (ერთი საერთო .pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე - opencall@tbilisifilmfestival.ge, განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: t.gurgenidze@tbilisifilmfestival.ge m.zubashvili@tbilisifilmfestival.ge 

2020-Oct-16