თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთეს სარჩელი ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ კინოცენტრს აქვს შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წინაშე. მას ჯერ კიდევ არ გადაუხდია სრულად თანხა 2023 ჩატარებული კინოფესტივალისთვის. გაუგებარია, რა მიზეზით აჭიანურებს ეროვნული კინოცენტრი თანხის გადახდას, მაშინ როდესაც ფესტივალმა ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. ეროვნული კინოცენტრი უკვე რვა თვეა, არ პასუხობს კინოფესტივალის წერილობით და ზეპირ მიმართვებს, ხელშეკრულების ვადა 31 იანვარს ამოიწურა.