2 დეკემბერი 21:00 ამირანი 1

3 დეკემბერი 21:00 ამირანი 2

კაროლინი ქარხანაში მომუშავე ახალგაზრდაა, რომელიც ცდილობს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კოპენჰაგენში გადარჩეს.
ორსული და მიტოვებული კაროლინი უმუშევარი რჩება და იცნობს დაგმარს, ქარიზმატულ ქალს, რომელსაც მიწისქვეშა გაშვილების სააგენტო აქვს, სადაც დედებს ეხმარება არასასურველი შვილებისთვის თავშესაფრის პოვნაში.
რადგან სხვაგან არსად აქვს წასასვლელი, კაროლინი სააგენტოში იწყებს მუშაობას და ბავშვებს ძუძუთი კვებავს. ქალებს შორის მტკიცე კავშირი მყარდება, თუმცა კაროლინის სამყარო ინგრევა, როდესაც საკუთარ სამსახურზე შოკისმომგვრელ სიმართლეს იგებს.
რეალური ისტორიით შთაგონებული, მაგნუს ფონ ჰორნის ფილმი “გოგონა ნემსით”, გვიყვება ქალზე, რომელიც ცდილობს მიაგნოს სიყვარულს და შეინარჩუნოს ზნეობა.