6 დეკემბერი 13:00 ამირანი 1
7 დეკემბერი 15:00 ამირანი 3
ფილმი დაფუძნებულია რეალურ პოეტურ სიყვარულის ისტორიაზე.
ეს ამბავი მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქ თბილისში მოხდა. იმ პერიოდის ცნობილმა სიმბოლისტმა პოეტმა პაოლო იაშვილმა ლექსები ქალურ ვნებებზე ,,ელენე დარიანის” ფსევდონიმით წაიკითხა. ლექსების თემამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და გააჩინა კითხვა, თუ ვინ იყო ამ ვნებების ავტორი?
მართლაც ვინ არის “ელენე დარიანი”, პოეტ პაოლო იაშვილის მისტიფიკაცია, თუ მის ჩრდილქვეშ მოქცეული ქალი? ეს კითხვა საქართველოში დღემდე აქტუალურია.