ეკა წარმატებული ტელეწამყვანია, რომლის ცხოვრებაც დეიდის სუციდის შემდეგ იცვლება. ნიკა პროგრამისტია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. ქუჩაში, მშენებლობაზე, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, მუშა კვდება. დროებით ეს სამყაროები იკვეთება, იმისათვის რომ ისევ დაშორდნენ ერთმანეთს. ქალაქი კი მარტოობისა და ექოების მუდმივ ციკლშია ჩართული.