თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწვევს სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერებს და რეჟისორებს ინდუსტრიულ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და სომხეთის პროდიუსერებს და რეჟისორებს, რომელთაც აქვთ პროექტები განვითარების საწყის ეტაპზე (რეჟისორის პირველი ან მეორე პროექტი). თითოეული კატეგორიისთვის (მხატვრული და დოკუმენტური) შერჩეული პროექტების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 10. პროექტები შეირჩევა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ.
ინდუსტრიულ პლატფორმაში მონაწილეობის პირობები:
- განაცხადის შემოტანის უფლება აქვს პროდიუსერს;
- პროექტი არ უნდა იყოს ჩაშვებული წარმოებაში;
- პროექტის პროდიუსერი/რეჟისორი უნდა იყოს საქართველოს ან სომხეთის მოქალაქე;
- სამუშაო ენა: ინგლისური.
შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს მოწვეულ კინოპროფესიონალებთან სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა პროექტის პრეზენტაცია, კო-პროდუქციის შესაძლებლობების და საფესტივალო სტრატეგიის შემუშავება და სხვა. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები ფესტივალზე მოწვეულ კინოპროფესიონალებთან.
მონაწილეებისთვის ინდუსტრიულ პლატფორმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება სავალდებულოა.
შერჩეული პროექტების პრეზენტაციის (ფიჩინგის) შემდეგ Საერთაშორისო ჟიური გამოავლენს პროექტს, რომელიც მიიღებს შპს „ტერმინალის” მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს:
- 5000 ლარი – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტისთვის.
- 5000 ლარი – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტისთვის.
ფულადი ჯილდო გადაეცემა პროექტის პროდიუსერს.
განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე (გაერთიანებული pdf ფაილი) ელ. ფოსტაზე: opencall@tbilisifilmfestival.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 13 ნოემბერი.
განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: m.zubashvili@tbilisifilmfestival.ge