ჯანკარლო ჯანინის ახალი სარეჟისორო ნამუშევარი კანში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ჯანკარლო ჯანინის ახალი სარეჟისორო ნამუშევარი კანში
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-08

მსოფლიო კინოს იტალიელი ვარსკვლავი, ჯანკარლო ჯანინი 2012 წელს თბილისის 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ და ფესტივალის საპატიო პრიზით, ოქროს პრომეთეთი დაჯილდოვდა. წელს კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე დამოუკიდებელმა კინოკომპანიამ "Intramovies" სხვა შვიდ ფილმთან ერთად წარადგინა მისი ახალი ფილმი „მოთამაშე, რომელიც არ კვდება." სრულმეტრაჟიანი თრილერი ჯანინის მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. ჯანინი თავად ასრულებს მთავარ როლს სილვია დე სანტისთან და ეფ მიურეი აბრაჰამთან ერთად.
იხილეთ ფილმის თრეილერი აქ.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 8979