კინორეჟისორებისა და კინოპროდიუსერების საყურადღებოდ!
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კინორეჟისორებისა და კინოპროდიუსერების საყურადღებოდ!
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-17

დაიწყო განაცხადების მიღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB) კოპროდუქციის მეშვიდე რეგიონალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 9-11 ივლისს, ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს გარგრის" ფარგლებში მოეწყობა.
DAB-ის კოპროდუქციის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ტალანტების და კინოპროდუქციის/კოპროდუქციის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
წლევანდელი ფორუმი მოკლე ტრენინგ-პროგრამის, პიჩინგისა და საერთაშორისო პროფესიონალებთან ინდივიდუალური შეხვედრებისაგან შედგება, ის სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს დაეთმობა. პროდიუსერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) საშუალება ეძლევათ განვითარების ფაზაში მყოფი კინოპროექტები კონკურსზე წარადგინონ. სასურველია, აღნიშნული პროექტები გათვლილი იყოს ერთობლივ წარმოებაზე.
შერჩეულ მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებს საკუთარი პროექტები წარუდგინონ და საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. პირველი პრიზის საგრანტო თანხაა 5000$. დანარჩენი ორი გრანტი 3500$-ის ოდენობით კი გადაეცემა ფილმებს, რომლებიც შემწყნარებლობის თემას ეხმაურება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ პრობლემებს ეხება.
ფორუმი გაიმართება ინგლისურ ენაზე. განაცხადის მიღების წესი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ივნისი.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ DAB-ის ვებ-გვერდს: www.dabhub.com


კოპროდუქციის რეგიონული ფორუმი ნაწილია პროექტისა „რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB) რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება ოქროს გარგრის კინოს განვითარების ფონდის მიერ სომხეთში, მისი ერთ-ერთი პარტნიორია „კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორი.

მნახველთა რაოდენობა: 8939