განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით!
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით!
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-20

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" თანადგომას უცხადებს 17 მაისს დაზარალებულ ლგბტ უფლებადამცველებსა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის შესახებ. მიგვაჩნია, რომ რელიგიურ ექსტრემისტთა აქტივობა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ სერიოზულ ზიანს მიაყენებს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. სექსუალური და სხვა უმცირესობათა მხარდამჭერი აქციები მომავალშიც გაიმართება, ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, დაიკავოს პრინციპული პოზიცია და არ დაუშვას მსგავსი დარბევების განმეორება.

მნახველთა რაოდენობა: 8285