განაცხადების მიღება დაიწყო!!!
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → განაცხადების მიღება დაიწყო!!!
კინოფესტივალი მედიაში
2013-06-07

განაცხადების მიღება დაიწყო!!!

თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი (2013 წლის 2-8 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას საერთაშორისო კონკურსის სექციისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპელ რეჟისორებს 2012/2013 წლებში დამზადებული პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმით.

ოფიციალური ჯილდოებია: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისათვის და
ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისორისათვის

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ) და გამოგზავნეთ საჭირო მასალა კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე" (დეტალურად მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ ფესტივალის რეგლამენტი).

ფესტივალის მისამართია:
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,
აღმაშენებლის 164,
0112 თბილისი,
საქართველო

 

განაცხადის შემოტანამდე გთხოვთ, იხილოთ ფესტივალის რეგლამენტი.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
2013 წლის 30 სექტემბერი

 

მნახველთა რაოდენობა: 8055