პიტერ გრინევეის ფილმების ჩვენება სტუდენტებისთვის
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → პიტერ გრინევეის ფილმების ჩვენება სტუდენტებისთვის
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-28

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვევა ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს და კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება მისი ფილმის ჩვენება.
პიტერ გრინევეის სტუმრობასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალი აჩვენებს მის რამდენიმე ფილმს. ეს მცირე რეტროსპექტივა განკუთვნილია კინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. სეანსები ჩატარდება 4,5,6 და 7 დეკემბერს 12:00-ზე კინოს სახლის დარბაზში. დაიბეჭდება ცალკე პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კინოთეატრებში და ფესტივალის ოფისში - „ლოლიტა", ჭოველიძის 7.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სეანსებზე დასწრება თავისუფალია.

 

მნახველთა რაოდენობა: 1097