ფილმის ჩვენება - "გამჭვირვალე სამყარო"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "გამჭვირვალე სამყარო"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

კინოს სახლში გაიმართა "ქართულ პანორამაში" წარმოდგენილი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმის ჩვენება.

ფილმის "გამჭვირვალე სამყარო" გმირი ბექა, 26 წლისაა. მამამისი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება - ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.

 

ფოტო: ლუკა კუპრაძე

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 876