"გოგონა" - ფილმის ჩვენება და შეხვედრა სცენარისტთან
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "გოგონა" - ფილმის ჩვენება და შეხვედრა სცენარისტთან
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

"გოგონა" - ლუკას დონტის ფილმის გმირი თხუთმეტი წლის ლარაა, რომელიც ბალერინობაზე ოცნებობს. მაგრამ სანამ თავის ოცნებას განახორციელებს, დაბადებით მამრობითი სქესის ლარამ, ჯერ საკუთარი სხეულის ფლობა უნდა ისწავლოს.

ლუკას დონტი დაიბადა ხენტში (ბელგია). მას გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „სწრაფად" (2012) და „უსასრულო" (2014), ასევე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „შუშის კანი" (2012). მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გოგონა" (2018) კანის კინოფესტივალზე ოქროს კამერით დააჯილდოვეს.

საკონკურსო პროგრამაში ჩართული ამ ფილმის ჩვენება გუშინ გაიმართა "ამირანში". ფილმის შემდეგ მაყურებელი შეხვდა მის სცენარისტს ანჯელო ტენესნის. 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 971