"მჟავის ტყე" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "მჟავის ტყე" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

რუგილე ბარჯუკაიტეს "მჟავის ტყე" ნაჩვენები იყო სექციაში "ბალტიისპირეთი - 100". ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა რეჟისორს და გასაუბრებოდა მას. 

რუგილე ბარჯუკაიტე დაიბადა 1983 წელს, ლიეტუვაში. ის არის კინოს და თეატრის რეჟისორი. ის დაინტერესებულია დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს, თამაშსა და ყოფნას, გადაღებასა და დანახვას შორის საზღვრის საკითხით. მისი უკანასკნელი ნამუშევარია დოკუმენტური ფილმი „მჟავის ტყე", ოპერა „ბედნიერ დღეს გისურვებთ!" და ინსტალაცია „მზე და ზღვა".

მიწის წვრილი ზოლი, რომელიც გადაჭიმულია რუსეთიდან ლიეტუვამდე, უჩვეულო ტურისტულ სანახაობად ქცეულა: უფოთლო ხეებით სავსე სიკვდილის პირას მყოფ ტყეს ათასობით უძველესი ჯიშის შავი ჩიტები შესევია და მჟავით გაჯერებული სკორეთი მთელ არეალს ანადგურებენ.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

 

მნახველთა რაოდენობა: 887