"მიყვარხარ, დედა!" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "მიყვარხარ, დედა!" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

"ამირანში" გაიმართა იანის ნორდსის ფილმის "მიყვარხარ, დედა!" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

12 წლის რაიმონდსი ცდილობს, დამალოს სკოლაში მიღებული ცუდი ნიშანი და ამას ტყუილების სპირალი მოყვება, რომლის კონტროლიც რთულდება. ის უნდა ჩაერთოს რიგის მიმზიდველ ღამის ცხოვრებაში, რომ გადაარჩინოს საქსოფონი, მეგობრობა და საკუთარი რეპუტაცია დედის წინაშე.

სხვადასხვა ლატვიურ მხატვრულ ფილმსა და რეკლამაზე რეჟისორის პირველ თანაშემწედ მუშაობისგან მიღებული ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ, იანის ნორდსმა 2008 წელს გადაიღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი „მოყვარული". ფილმმა ლატვიის ეროვნულ კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა. მომდევნო წელს მან, გატის სმიტსთან ერთად, დაწერა სცენარი ფილმისთვის „სერჟანტ ლაპინსის დაბრუნება" (რეჟისორი: გატის სმიტსი). "მიყვარხარ, დედა!" ნორდსის მეორე მხატვრული ფილმია.

ფოტო: საბა ხითარიშვილი

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 831