პიტერ გრინევეის ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → პიტერ გრინევეის ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

6 დეკემბერს 16:00-ზე კინოთეატრ "ამირანის" 1-ელ დარბაზში გაიმართა პიტერ გრინევეის ფილმის „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

ფოტო: ნინო კანკავა

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1204