"ჰამლეტი" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "ჰამლეტი" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

სექციაში "ქართული პანორამა" გაიმართა გიორგი მეგრელიშვილის ფილმის ჩვენება - "ჰამლეტი".

პირველად კინოს ისტორიაში, შექსპირის მიერ მე-16 საუკუნეში შექმნილი უკვდავი ნაწარმოები გადაღებულია Samsung Galaxy 6 edge-ით. მოქმედება ვითარდება 21-ე საუკუნეში. ტექსტის თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჩაბელს. პოლიტიკურ-კრიმინალური დრამა. გადის საუკუნეები, მაგრამ არ იცვლება ძალაუფლებისკენ არაკეთილსინდისიერი სწრაფვა. სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში კაენის ცოდვა ისადგურებს. ჰამლეტი მამის უეცარი სიკვდილის ამბავს იძიებს.

გიორგი მეგრელიშვილი დაიბადა 1976 წლის 10 მარტს, საქართველოშ. 1998 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი.

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 900