"ზაფხულს გადარჩენილები" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "ზაფხულს გადარჩენილები" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

„ზაფხულს გადარჩენილები" ფილმი-მოგზაურობაა, სადაც ფსიქოლოგ ინდრეს ავალებენ, რომ ორი ახალგაზრდა პაციენტი - პაულიუსი და იუსტე ზღვისპირა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანოს. ინდრე ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულია, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, პაულიუსს ბიპოლარული აშლილობა აქვს და ხასიათი მუდმივად ეცვლება, ხოლო იუსტეს თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, მკურნალობენ, მაგრამ ის არ აღიარებს, რომ დახმარება სჭირდება. ერთად მოგზაურობა მათ აახლოებს, მაგრამ დაეხმარება თუ არა ეს მათ გადარჩენაშიც?

ფილმის რეჟისორია ვილნიუსში დაბადებული მარია ქავთარაძე. ის კინორეჟისურას ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სწავლობდა. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ახალგაზრდობა" (2013), „ნორმალური ადამიანები არ ფეთქდებიან" (2013) და „იგლუ" (2015). „ზაფხულს გადარჩენილები" მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია.

გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან. 

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 871