"ირინა" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "ირინა" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ "ამირანში გაიმართა საკონკურსო ფილმის, ნადეჟდა კოსევას "ირინას" ჩვენება და შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან ტოდორ ტოდოროვთან და მემონტაჟესთან, ნინა ალტაპარმაკოვასთან.

ირინა ნახევარ განაკვეთზე მიმტანად მუშაობს, მაგრამ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. იმავე უიღბლო დღეს, მისი ქმარი სერიოზულ ავარიაში მოხვდება. ის ხეიბარი ხდება და მუშაობა აღარ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარზე, შვილზე და საკუთარ თავზე ზრუნვის მიზნით, ქალი ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას იღებს: სუროგატი დედა ხდება. ეს არჩევანი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.

ფილმის რეჟისორი ნადეჟდა კოსევა დაიბადა 1974 წელს სოფიაში (ბულგარეთი). ბულგარეთის ეროვნული კინო და ტელე-აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნადეჟდა კოსევამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რიტუალი" კინოალმანახისთვის „დაკარგვა და პოვნა", რომლის პრემიერაც 2005 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაში გაიმართა. ამის შემდეგ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ომლეტი", რომელმაც 2009 წლის სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

მნახველთა რაოდენობა: 785