პოლონური ფილმის ჩვენება - "მშვიდი ღამე"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → პოლონური ფილმის ჩვენება - "მშვიდი ღამე"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ გაიმართა პოლონური საკონკურსო ფილმის ჩვენება - პიოტრ დომალევსკის "მშვიდი ღამე". სეანსის შემდეგ, მაყურებელს შეხვდნენ ფილმის პროდიუსერი სილვია რაიდაშკა და პრომოუტერი ანია კოტი. 

ადამი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, პოლონეთის პროვინციაში თავის ოჯახს საშობაოდ ეწვევა. თავდაპირველად, ვიზიტის მიზეზს არ ამხელს, მაგრამ თანდათან ოჯახის წევრებს უმხელს თავის გეგმებს. მამამისს, ძმას, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, დას და სიძეს - ყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს მის გეგმაში. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გამოაცხადებს, რომ შვილს ელოდება. ამ დროს, ძველი პოლონური ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელი ჩნდება. ოჯახში ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს თითოეულის ცხოვრებაზე შობის შემდგომი მოვლენები.

პიოტრ დომალევსკი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. მისმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმებმა ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდოები მოიპოვა. ის დრამატურგიცაა. მისმა პიესამ „ხუთი კვადრატული მეტრი" დრამატურგების ეროვნულ კონკურსში Metafory Rzeczywistostości ჯილდო დაიმსახურა. მისმა ფილმმა „უცხო" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალ სინემაფორუმზე გრან-პრი მიიღო. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „მშვიდი ღამე" გდნიას 42-ე პოლონური კინოს ფესტივალზე გრან-პრი - ოქროს ლომები დაიმსახურა.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 905