საკონკურსო ფილმის ჩვენება - სასიცოცხლო სუნთქვა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → საკონკურსო ფილმის ჩვენება - სასიცოცხლო სუნთქვა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ გაიმართა საკონკურსო ფილმის - დავიდ რუს "სასიცოცხლო სუნთქვის" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

სიმონი გამოცდილი ექიმია, რომელიც ყოველდღე უყურებს სიკვდილს, როგორც მისი საქმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს. როგორც კარგ პროფესიონალს შეეფერება, ის სიკვდილის მიმართ რეზისტენტულია. მაგრამ როდესაც საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებაში დედამისს მოათავსებენ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება. სიმონის მთელი სამყარო, მისი მრწამსი ძირფესვიანად ირყევა - იმდენადაც კი, რომ საკუთარი კარიერის გადაფასებას იწყებს.


დავიდ რუ დაიბადა 1977 წელს, პარიზში. 15 წლის განმავლობაში თეატრის ჟურნალისტად, რეჟისორის ასისტენტად და კინოსაპროდიუსერო კომპანიაში Initiative Films ლიტერატურულ მენეჯერად მუშაობდა. მოგვიანებით დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის სცენარების წერა და გადაღება („მათი ახალგაზრდობა" (2012), „რეპეტიციები" (2014)). „სასიცოცხლო სუნთქვა" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

მნახველთა რაოდენობა: 903