ფილმის ჩვენება - "სასწაული"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "სასწაული"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ გაიმართა ეგლე ვერტელიტეს ფილმის "სასწაული" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

1992 წელია და ლიტვა კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადავიდა. ამის გამო, ღორების ფერმა, რომელსაც სათავეში უდგას ირენა, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ირენა ცდილობს, რომ ფერმა და მისი მუშები შეინარჩუნოს, როდესაც სიმპათიური ამერიკელი, სახელად ბერნარდასი გამოჩნდება ფერმის გადასარჩენად. ის ირენას ოჯახურ ცხოვრებას და სოფლის რუტინას თავდაყირა დააყენებს. ირენას თანდათან უყვარდება ის, მაგრამ აცნობიერებს, რომ მას მთლად უცოდველი ზრახვები არ ამოძრავებს.

ეგლე ვერტელიტე დაიბადა შიაულიაიში (ლიეტუვა). ის სწავლობდა ისტორიას ვილნიუსის უნივერსიტეტში, კინორეჟისურას - ევროპის კინოკოლეჯში და სცენარისტობას - ეროვნულ კინო- და ტელე-სკოლაში, ინგლისში. მას ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების - „რობომაქსის" (2013) და „ჩიტის რომანტიკული ბოდვა" (2014) სცენარები. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „ულან-ბატორელი ლამა" (2011). „სასწაული" მისი სადებიუტო მხატვრული ფილმია.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

მნახველთა რაოდენობა: 832