პიტერ გრინევეიმ მასტერკლასი გამართა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → პიტერ გრინევეიმ მასტერკლასი გამართა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

7 დეკემბერს 11:30-ზე „თიბისი" ბანკის სათაო ოფისში  ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ გრინევეიმ მასტერკლასი გამართა.

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1200