ფილმის ჩვენება - "ალისფერი შროშანი"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "ალისფერი შროშანი"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-11

8 დეკემბერს გაიმართა მარია ავდიუშკოს ფილმის "ალისფერი შროშანი" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

მისტიკური და ამაღელვებელი დრამა სვამს კითხვას, თუ რა ტიპის სინამდვილეს შეუძლია ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა მიანიჭოს. ფილმი მოგვითხრობს 38 წლის პიას ამბავს. ის ოფთალმოლოგია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა ქმარს, ვინაიდან შვილების გაჩენა არ შეეძლო. პია ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს. მოულოდნელად, მისი უდიდესი სურვილი, რომ დედა გახდეს, ასრულდება - თუმცა, არა ზუსტად ისე, როგორც მას წარმოედგინა.

მარია ავდიუშკო ესტონელი მსახიობი, პროდიუსერი და კინორეჟისორია. ნაყოფიერი კარიერის მანძილზე, ნათამაშები აქვს 50-ზე მეტი როლი თეატრში და 20-ზე მეტი როლი კინოსა და ტელეფილმებში. დღემდე დაწერილი და გადაღებული აქვს ორი ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ერთი დოკუმენტური. „ცეცხლისფერი შროშანი" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

მნახველთა რაოდენობა: 1331