„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელია
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელია
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-01

"არც ისე ბევრ ფილმს ჰყოფნის იმის გამბედაობა, ისე ღრმად ჩაყვინთოს საზოგადოების ბნელ გამოქვაბულებში, როგორც ამას დიტო ცინცაძე თავის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" ახერხებს. გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, საოცარი სიმარტივითა და ამავე დროს ოსტატურობით აღწერს მაღაროელთა პროვინციული ქალაქის მომაკვდინებელ ცრურწმენებს ნებისმიერი განსხვავებული ადამიანისა თუ მოსაზრებისადმი", - წერს დიტო ცინცაძის ახალ ფილმზე გამოცემა The Hollywood Reporter-ი.

ფილმი, რომლის პრემიერაც შანხაის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ფესტივალის მთავარი პრიზის - გრან-პრის მფლობელი გახდა. ამას გარდა, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა მთავარი როლის შემსრულებული სალომე დემურია.

შეგახსენებთ, რომ შანხაის კინოფესტივალი 1993 წლიდან იმართება და დღეს უკვე „ა" კლასის კინოფესტივალების რიცხვს მიეკუთვნება. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი კინოფორუმია.

მნახველთა რაოდენობა: 254