განაცხადების მიღება დაიწყო!!!
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → განაცხადების მიღება დაიწყო!!!
კინოფესტივალი მედიაში
0000-00-00

განაცხადების მიღება დაიწყო!!!

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი (2019 წლის 1-8 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას სექციისთვის "ქართული პანორამა".

ფესტივალის ოფიციალური ჯილდოებია: ოქროს პრომეთე - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმისთვის, ვერცხლის პრომეთე - საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმისთვის და ბრინჯაოს პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმისთვის.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ) და გამოგზავნეთ საჭირო მასალასთან ერთად კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე" (დეტალურად მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ ფესტივალის რეგლამენტი).

ფესტივალის მისამართია:
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,
აღმაშენებლის 164,
0112 თბილისი,
საქართველო

განაცხადის შემოტანამდე გთხოვთ, იხილოთ ფესტივალის რეგლამენტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
2019 წლის 25 სექტემბერი

 

 

მნახველთა რაოდენობა: 358