საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, აარსებს ნომინაციას – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურშო სექციაში. წელს ასოციაციასთან ერთად, პრიზის წარმდგენი იქნება ლინზების მწარმოებელი ცნობილი კომპანია – ლეიკა (Leica). ჟიურის შემადგენლობაში შედიან: შალვა სოყურაშვილი, მიხეილ კვირიკაძე, სალომე ჯაში, ალექსანდრე კობერიძე, ნინო მხეიძე.
ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ქართველი კინოოპერატორების პროფესიული საქმიანობის აღიარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.