2023 წლის 16 აპრილს სომხურ კინოინდუსტრიას ასი წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, სომხეთის კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, სომხური ფილმების კინოსეანსები გაიმართება.
თემები რომლებიც სომხურ კინოში გხვდება, იმ ძირითად პრობლემებს ეხება, რომლებმაც თანამედროვე სამყაროში ცივილიზაციის განვითარება განსაზღვრეს. სომხურ კინოში დასავლური და აღმოსავლური კულტურული პარადიგმები, წინააღმდეგობაში მოდიან და ხშირად ერწყმიან ერთმანეთს. ეს პერსპექტივები განსაკუთრებით დროული, ხელშესახები და აქტუალურია დღეს, რადგან განიხილავს ისეთ უნივერსალურ საკითხებს, როგორებიცაა: მსოფლიო ომები, გენოციდი, კოლონიალიზმი, კლასობრივი ჩაგვრა, კულტურული იდენტობა, ქალთა უფლებები პერიფერიული პოზიციიდან და სხვა.
იმისათვის, რომ კრიტიკულად და ხელახლა შევაფასოთ სომხური კინომემკვიდრეობა, სომხეთის ეროვნულმა კინოცენტრმა გამოსცა კინოპროგრამებისა და რესტავრირებული ფილმების სერია. ყოველივე ეს მიზანად ისახავს, საერთაშორისო მაყურებელს წარვუდგინოთ სომხური კინოს ძირითადი, კულტურული მიმართულება.