Tbilisifilmfestival

ჟიური

მხატვრული ფილმები

ზეკი დემირკუბუზი

თურქი რეჟისორი ზეკი დემირკუბუზი ცნობილია კინოსადმი უკომპრომისო და შეუპოვარი მიდგომით. მისი ფილმები ხშირად ეხება ადამიანის ფსიქიკის ბნელ მხარეებს და იკვლევს დანაშაულის შეგრძნებას, მორალურობასა და ურთიერთობების სირთულეებს. დემირკუბუზის ახალგაზრდობა, პოლიტიკურ აქტივიზმსა და პატიმრობასაც კი უკავშირდება, რამაც კვალი დაამჩნია მის შემოქმედებით ხედვას.

სკოლის მიტოვების შემდეგ, ზეკი ქსოვილების საამქროში მუშაობითა და გარევაჭრობით ირჩენდა თავს, 1980 წლის სამოქალაქო გადატრიალების შემდეგ, ის უსამართლოდ, 3 წლით  დააკავეს. მიუხედავად ამ პერიოდში გადატანილი სირთულეებისა, ის არ დანებდა და სტამბოლის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა.

კინოს სიყვარულმა მას რეჟისორის ასისტენდატ მუშაობა გადააწყვეტინა, შემდეგ კი, საკუთარი კომპანია “მავი ფილმი” (Mavi Film) დააარსა.. დემირკუბუზის დამოუკიდებელი ხასიათი კინოში მუშაობის პრინციპზეც ისახება, ის შემოქმედებითად, საკუთარი ფილმების თითქმის ყველა ასპექტზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამ უკომპრომისობის გამო ახერხებს, რომ განსაკუთრებული კინემატოგრაფიული ენა შექმნას, რომელიც ტრადიციულ თხრობას არ ჰგავს.

დემირკუბუზის შემოქმედებას ახასიათებს შეულამაზებელი რეალიზმი და ფოკუსი პერსონაჟების ფსიქოლოგიურ სირთულეებზე. მისი სადებიუტო ფილმი – “C Blok” (1994) რეჟისორის დამახასიათებელი სტილის ერთგვარ საფუძვლად იქცა. ფილმებმა “უმანკოება” (1997) და “მესამე გვერდი” (1999) კი
საერთაშორისო ფესტივალებზე აღიარება მოუტანეს. “წყვდიადის ზღაპრების” ტრილოგიამ, რომელიც აერთიანებს ფილმებს: “ხვედრი” (2001),  “აღსარება” (2001) და “მოსაცდელი ოთახი” (2003), კიდევ უფრო განამტკიცა მისი, როგორც რეჟისორის რეპუტაცია, რომელიც რთულ საკითხებს ეჭიდება და გულწრფელობით გამოირჩევა.

ზეკი დემირკუბუზი თურქული კინემატოგრაფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხედვით. მისი უნარი, რომ დააკვირდეს ადამიანების ბნელ მხარეს, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს, როგორც კინოკრიტიკოსებში, ასევე მაყურებელში.

კატა გიურკე

კატა გიურკე უნგრული კულტურული ჟურნალიზმის გამორჩეული ფიგურაა, უმუშავია როგორც რედაქტორს, რეპორტიორს და წამყვანს, ტელევიზიასა და რადიოში. ამჟამად, უნგრეთის  ერთ-ერთი ცნობილი, დამოუკიდებელი რადიოსადგურის, “კლუბრადიოს” (Klubrádió) რამდენიმე პროგრამის რედაქტორია. მისი ნამუშევრები აქტიურად ქვეყნდება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ მედიაში, მათ შორის, ისეთ პუბლიკაციებში, როგორებიცაა: Filmvilág, Fidelio, და Magyar.film.hu. კატა აქტიურად ესწრება  უნგრულ თუ საერთაშორისო კინოფესტივალებს, მათ შორის: სეგედის კინემატოგრაფისტთა შეკრებას, ჟიგმონდ ვილმუშის კინოფესტივალს, მიშკოლცის ფესტივალს,  ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალსა და კამერიმაჟს, ასევე ბერლინალეს და ლონდონის კინოფესტივალს.
 როგორც უნგრელ ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის წევრი და ასოციაციის ტელევიზიისა და კინოკრიტიკოსთა სექციის ლიდერი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის უნგრელ კინოკრიტიკოსთა დაჯილდოების ორგანიზებაში.
კატა, როგორც კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის “ფიპრესის” (FIPRESCI) წევრი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში ყოფილა.

იენა ჰასე

იენა ჰასე (1989, ლისაბონი) პორტუგალიურ-შვეიცარული წარმოშობის მსახიობი და რეჟისორია, ის შვეიცარიაში გაიზარდა და ბრიუსელში სწავლობდა, 2014 წელს დაამთავრა ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, იმავე წელს, მისი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “აგვისტოში” კანის კინოფესტივალზე, კინემატოგრაფისტთა ორკვირეულის სექციაში უჩვენეს, რის შემდეგაც ფილმი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა და დაჯილდოვდა. ჯენა ერთდროულად მოღვაწეობს კინოსა და თეატრში, როგორც რეჟისორი და მსახიობი.
2016 წელს, მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გათავისუფლება” ნამურის ფრანგულენოვანი ფილმებისა და ვილა დო კონდეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე უჩვენეს. 2020 წელს, მან “დოკლისბოასა” (Doclisboa) და ჟენევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, წარმოადგინა საშუალომეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “პროტაგონისტი”.
მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი “სამყაროსადმი ლტოლვა” 2023 წელს ბერლინალეს სექციაში – GenerationKplus იყო ნაჩვენები, რეჟისორმა საერთაშორისო ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა. იმავე წელს, ფილმი ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, ახალგაზრდა მაყურებლის ჯილდოზე.

დოკუმენტური ფილმები

ჰელკე მისელვიცი

 ჰელკე მისელვიცი ცნობილი რეჟისორია, გამორჩეული ნამუშევრებით როგორც მხატვრულ, ისე – დოკუმენტურ კინოში. მისი, როგორც რეჟისორის კარიერა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდულ ტელევიზიაში, რეჟისორის ასისტენტობით და შემდგომში რეჟისორობით დაიწყო. 1978-1982 წლებში სწავლობდა ბაბელსბერგის კინოინსტიტუტში. 1983 წლიდან დოკუმენტური კინოსტუდია “დეფასთვის” (DEFA) დაიწყო ფილმების გადაღება და აღმოსავლეთგერმანული კინოს, მრავალფეროვან აქტიურ სფეროში გამორჩეული ადგილი დაიკავა.
1985-1988 წლებში, სწავლობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნების აკადემიაში, სამაგისტრო პროგრამაზე ჰაინერ კეროუს ხელმძღვანელობით.

1988-1991 წლებში მისელვიცი სტუდია “დეფას” მუდმივი წევრი გახდა, მალევე კი ტომას ვილკენინგის კინოსტუდიაში პარტნიორის პოზიცია დაიკავა. 1997-2014 წლებში, ბაბელსბერგის კონრად ვოლფის სახელობის კინოინსტიტუტში რეჟისურის პროფესორი იყო. 1991 წლიდან ხელოვნების აკადემიის წვრია,სადაც მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პოზიციის შემდგომ, 2018 წელს აკადემიის ვიცე-დირექტორი გახდა, 2024 წლიდან კი მედიახელოვნებისა და კინოს განყოფილების დირექტორია.

მისი შემოქმედება ათწლეულებსა და განსხვავებულ ჟანრებს მოიცავს, ყველაფერი ჯერ კიდევ სტუდენტური ნამუშევრებით იწყება, რომელთა შორისაცაა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, “ზამთრის სურათები” (1979), მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, “მალვა” (1979), ადრეული სრულმეტრაჟიანი ფილმი “სახლი.ქალები.” (1981). “დეფას” პერიოდში გადაღებული აქვს საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტური ფილმები:  “მშვიდობით ზამთარო” (1988) და “ვის ეშინია შავი კაცის”

მისელვიცი დაჯილდოებულია: სან-სებასტიანის, ობერჰაუსენის, კრაკოვისა და პარიზის კინოფესტივალებზე, მის აღიარებებს შორისაა: კონრად ვოლფის პრიზი (1989), გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო (1997), 2009 წელს, ქალაქმა ბერლინმა გადასცა ღირსების ორდენი, 2014 წელს, პოტსდამერპლაცის ვარსკვლავების ბულვარზე მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ამჟამად ჰელკე მესელვიცი ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელთა შორისაა დოკუმენტური დიპტიქი “მშვიდობით, შიფბაუერდამ” და კოლაჟური ფილმი “ქალის ოთახი”, ამასთანავე მუშაობს მხატვრულ ფილმებზე “ის არის რაინსბერგის მახლობლად” და “სამი და”.

რუთ ზილბერმანი

რუთ ზილბერმანი 1971 წელს, პარიზში დაიბადა.
ის დოკუმენტური კინოს რეჟისორი და მწერალია.

მისი გასული წლების შემოქმედება აერთიანებს ფილმებს: “კამონდოს ოჯახის ბრწყინვალება და უბედურება” (2024), “სასამართლო, პრაღა 1952” (2021), “წმინდა მორის ქუჩა 209, პარიზი, მე-10 რაიონი” (2017) და “დისიდენტები” (2009).

მისი რომანი “დაკარგულ ადამიანთა დეპარტამენტი” (2015) ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე ითარგმნა.
არაერთ ენაზეა ნათარგმნი მისი ნაწარმოები “წმინდა მორის ქუჩა 209, პარიზი, მე-10 რაიონი, შენობის ავტობიოგრაფია”
ამჟამად ის პარიზში, საფრანგეთში ცხოვრობს.

აუდრიუს სტონისი

რეჟისორი და პროდუსერი,
ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი,

კულტურისა და ხელოვნების ლიტვური ეროვნული ჯილდოს ლაურეატი. 
დაიბადა 1966 წელს, ვილნიუსში. 1984-1989 წლებში სწავლობდა ვილნიუსის სახელმწიფო კონსერვატორიაში კინორეჟისურას, 1989 წლიდან სწავლობდა ნიუ-იორკში, იონას მექასის კინოანთოლოგიის არქივში.
მის ფილმებს მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო, მათ შორის: მაყურებლის ჯილდო ნიონში, გრან-პრი სპლიტში, პრიზები ბორნჰოლმში, ფლორენციაში, გიორში, ნოი ბრანდენბურგში, ობერჰაუსენში, ბილბაოსა და სან-ფრანცისკოში.
1992 წელს, აუდრიოს სტონისის დოკუმენტური ფილმი “უსინათლოთა მიწა”, ევროპულმა კინოაკადემიამ საუკეთესო ევროპულ დოკუმენტურ ფილმად აღიარა და ფელიქსის ჯილდო გადასცა.