4 დეკემბერი 13:00 ამირანი 1

5 დეკემბერი 11:00 ამირანი 3

ფილმი ეძღვნება ბახმაროს ბუნების, ჰაერის, სულის გადარჩენას. უნიკალური კორორტი ინვესტორის ხელშია. 12-მეტრიან შენობაში 350 აპარატამენტია გათვალისწინებული და წელიწადში 300 000 სტუმარს ელოდებიან. სახელმწიფომ ,,ორბის” 4.3 ჰექტარი მიწა 1 ლარად გადასცა. საქართველოში ქალაქების განვითარების მტკივნეული გამოცდილება რეჟისორისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია. სანამ კურორტზე ინტენსიური მშენებლობა დაიწყება, ანკა გუჯაბიძე ბახმაროში ჩადის და მის ხელშეუხებელ ბუნებას, ყოფას, ადამიანების ყოველდღიურობას კამერით აღბეჭდავს. ფილმში წარმოსახვა ის გარდაუვალი რეალობა ხდება, რომელსაც შეიძლება ბახმაროს უნიკალური ბუნება შეეწიროს.