4 დეკემბერი 19:00 ამირანი 3

5 დეკემბერი 13:00 ამირანი 2

ნანა მგალობლიშვილი ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ქართულის მასწავლებელია. 9 აპრილს, საბჭოთა რუსული არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის დროს, ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, თუმცა მძიმედ მოიწამლა. ნანას გაკვეთილები ლიტერატურისა და ისტორიის დღევანდელობასთან კავშირის მუდმივი ძიებაა, სადაც ცოდნა სამომავლო გაფრთხილებად იქცევა და მოსწავლეებიც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.