4-10 ივნისს გაიმართა ქლოუზ აპი (close up)-ის მესამე ვორკშოპი და ფიჩინგ ფორუმი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.
ქლოუზ აპი ყოველწლიური სასწავლო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ინიციატივით დოკუმენტური კინოპროექტის შესაქმნელად და გასავითარებლად. მასში მონაწილეობენ ავტორები შემდეგი ქვეყნებიდან: ავღანეთი, ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, საქართველო, ირანი, ერაყი, ისრაელი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, პალესტინა, კატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, ტუნისი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
ქლოუზ აპმა დაარსებიდან 64 სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ პროექტს დაუჭირა მხარი და იმუშავა სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის რეიონის 90-ზე მეტ ახალბედა დოკუმენტალისტთან. სამი წლის მუშაობის თავზე უკვე გამოვიდა შვიდი ფილმი, რომელთა პრემიერა შედგა ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცა ბერლინალე, Tribeca Film Festival, IDFA და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ფილმმა აიღო რამდენიმე ჯილდო. მათ შორის – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრიზი, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის და პრემია საუკეთესო რედაქტირებისთვის. ქლოუზ აპის პროექტების 50% დამამთავრებელ ეტაპზეა, პოსტ წამოების პორცესს გადის და დასრულებული იქნება უახლოეს თვეებში.
წელს ქლოუზ აპზე ოთხი მენტორი მუშაობდა: ბრუნი ბურესი, დამფუძნებელი პარტნიორი, სანდენსის ინსტიტუტის დოკუმენტური კინოს უფროსი კონსულტანტი, საერთაშორისო პროექტების სტრატეგიული განვითარების მრჩეველი. ის თანამშრომლობს, როგორც არტისტებთან, ასევე ორგანიზაციებთან, არის ორგანიზაცია Doc Society’s Good-ის მრჩეველი. 1991-2008 წლებში ბურესი იყო Human Rights Watch-ის კინოფესტივალის თანადამაარსებელი და დირექტორი.
ჯონ აპელი, დამფუძნებელი პარტნიორი, 40-ზე მეტი ფილმის ავტორი, არაერთი საერთაშორისსო ჯილდოს მფლობელი და კინოფესტივალის გამარჯვებული, კარლოვი-ვარისა და IDFA ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ჟიურის წევრი.
გიტე ჰანსენი, კინოს მაგისტრი, საერთაშორისო კინოდოკუმენტალისტიკის სფეროში კონსულტანტი. ქლოუზ აპის სტამბულის კამპუსის ხელმძღვანელი.
ნინო კირთაძე – ევროპული კინოაკადემიის წევრი, რეჟისორი და მსახიობი. 1992–1996 წლებში მუშაობდა Agense France presse-სა და APAssociated Press-ის კორესპონდენტად კავკასიაში. ნინო კირთაძის ფილმებმა საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები მოიპოვა მთელს მსოფლიოში. მათ შორის სანდენსის ფესტივალზე – World Cinema საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში, ფილმისთვის „დურაკოვო“ (2008 წ.) ევროპული კინოაკადემის ჯილდო საუკეთესო დკუმენტური ფილმისთვის „მილსადენის მეზობლები“ (2005 წ.).
თითო მენტორს ოთხი პროექტი ჰქონდა ჩაბარებული. სულ 16 პოექტი მონაწილეობდა. აქედან სამი ქართულია – ანა ბარჯაძის „მწარე შაქარი“ მოგვითხრობს სამ პატარა ძმაზე. ნიკა, გიკა და ლევანი აგარაში ცხოვრობენ. ეს არის დაბა საქართველოში, რომლიც შაქრის ქარხნის გარშემო გაშენდა. ბიჭები ყიველდღიურობას თავად უმკლავდებიან, სანამ დედას საზღვარგარეთ სამუშაოდ უწევს ყოფნა. ეს არის ამბავი ბავშვებზე, რომელთა მშობლები იძულებულები არიან იმუშაონ საზღვარგარეთ.
მაკა გოგალაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კინოპროექტი „რაც თავი მახსოვს” საქართველოში ბავშვთა არაფორმალურ განათლებას ეხება. ავტორი ქვეყნის გარშემო სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში მოგზაურობს და აკვირდება საგაკვეთილო პროცესს. იკვლევს, როგორ ხდება ჩვენი პირადი იდენტობის ფორმირება აღმზრდელობით პროცესში.
ანა კვიჭიძის „გულო ნუ გეშინია“ არის ფილმი ბიჭზე, რომელიც ქართულ ტრადიციულ მაგიას სწავლობს შემლოცველ ქალთან და საკუთარ თავს ეძებს მაგიის დახმარებით.
საქართველოსთან ერთად, წლევანდელ ქლოუზ აპში მონაწილეობდა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ლიბანი, სომხეთი, თურქეთი, ალჟირი, მაროკო, იორდანია (პალესტინა), ტუნისი, ისრაელი. აქედან თურქეთი და სომხეთი ორ-ორი პროექტით იყო წარმოდგენილი.
შვიდი დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორკშოპები და ტრენინგები. პროფესიონალების ხელმძღვანელობით იმუშავეს საკუთარ პროექტებზე, დახვეწეს, განვითარეს და უფრო სრულყოფილი სახე მისცეს მათ. პიჩინგ ფორუმი ემსახურებოდა ასევე პროექტების ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ფონდებისთვის, ტელევიზიებისა და ფესტივალებისთვის.
ფულადი პრიზით – 3000, 1500 და 1000 ევროთი დაჯილდოვდა სამი პროექტი:
ალი ოზკულის (თურქეთი) კინოპროექტი ეხება იდენტობისა და სხეულის შორის რთულ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც აღწერილია ორი ბიძაშვილის გრძნობათა გადაკვეთის ფონზე. ფილმი მოგვითხრობს პიროვნებისა და იდენტობის კავშირზე პროვოკაციული და დინამიური ხერხებით.
კინოპროექტი „იალლა პარკური“ არებ ზუაიტერის (იორდანია, პალესტინა) ფილმია, რომელიც პარკურით გატაცებულ ახმედზე მოგვითხრობს.
ჩერიმ კარამის (ლიბანი) პროექტისმთავარი გმირი, ნავალი ძველმანების პოპულარული მაღაზიის ექსცენტრიული და მზრუნველი მეპატრონეა დანგრეულ ბეირუთში. ლიბანელი ახალგაზრდებისათვის ამ მაღაზიაში ჩაცმა რეალობიდან თავის დაღწევის საშუალებად, ერთგვარ „გადარჩენის თამაშად” იქცა. ნავალის კიტჩურ ანგარში დაღლილი სულები და გადაყრილი ტანსაცმელი ახალ სიცოცხლეს და სიყვარულს იძენენ.
ქლოუზ აპის მონაწილეებს 27-28 ივნისს ონლაინ ფიჩინგი ჩაუტარდებათ.