uploads/IMG_7430.JPG

ფოტოები ფესტივალის დახურვის ცერემონიიდან

2019-Dec-08
<

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

7 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და ანა ჭყონია.

გარდა ფესტივალის ოფიციალური პრიზებისა, ჯილდოები გასცეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წელს „ოქროს პრომეთე“ მხოლოდ ეროვნულ კონკურსში მონაწილე რეჟისორებს გადაეცათ. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გახდა - გიორგი სიხარულიძის „მამული“, ხოლო საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“ დასახელდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ კატეგორიებში გამარჯვებულებს 20 000 ლარი გადასცა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ფილმებმა - „თორმეტი გაკვეთილი“ (გიორგი მრევლიშვილი), „უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია). დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ ოპერატორებს, ანტონ გრომოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს გადაეცათ ჟიურის სპეციალური პრიზი - \"პრომეთე\".

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ასახვისათვის პრიზი უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“) გადასცა.

კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“ კინოკამერა სრული აღჭურვილობით დროებით გადასცა ორ რეჟისორს - ჟიურის რჩეულ დიტო ცინცაძეს („ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“) და თავიანთ რჩეულ უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“).

თბილისის კინოფესტივალმა კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი და ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე  დააჯილდოვა. მათ ფესტივალისაგან საპატიო „პრომეთე“ მიიღეს.

უკვე მესამე წელია, რაც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ატარებს კონკურსს - „წერე ქართულ კინოზე“. კონკურსში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ჯავახიშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ზაზა ცანკაშვილი.

2019-Dec-10

ფილმის ჩვენება - "უსასრულობის შესახებ"

2 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში, შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში როი ანდერსონის ფილმის \"უსასრულობის შესახებ\" ჩვენება გაიმართა. ფილმის განმეორებითი ჩვენება 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, მეორე დარბაზში შედგა.

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "უარყოფითი რიცხვები"

6 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში უტა ბერიას ფილმის \"უარყოფითი რიცხვები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ მაყურებლების კითხვებს ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა უპასუხა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები"

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ტომა სტენკოს ფილმის \"ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს ირაკლი კვირიკაძესთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-07

ფილმის ჩვენება - "ატლანტიდა"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" გაიმართა ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმის \"ატლანტიდა\" ჩვენება, რის შემდეგაც მან მაყურებლის კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში ნანა ჯორჯაძის ფილმის \"ღვინის ნულოვანი მერიდიანი\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - "სახიფათო კავშირები"

5 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში სტივენ ფრირზის ფილმის \"სახიფათო კავშირები\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდგომ მაყურებელს საშუალება ქონდა ოსკაროსან სცენარისტს კრისტოფერ ჰემფტონს გასაუბრებოდა.

 

2019-Dec-06

ფილმის ჩვენება - დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედი"-ს პრემიერა

4 დეკემბერს, \"ამირანის\" პირველ დარბაზში დიმიტრი მამულიას ფილმის \"ბოროტმოქმედი\" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ რეჟისორმა მაყურებლების კითხვებს უპასუხა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "სანამ მამა დაბრუნდება"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მესამე დარბაზში მარი გულბიანის ფილმის \"სანამ მამა დაბრუნდება\" ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში გაიმართა ქრისტოფერ ბუხჰოლცის ფილმის \"ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი\" ჩვენება, რის შემდეგაც მაყურებელი რეჟისორს გაესაუბრა.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ოქროს ძაფი"

4 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" ლანა ღოღობერიძის ფილმის \"ოქროს ძაფი\" პრემიერა გაიმართა. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუეალება მიეცა. ფილმი ეროვნულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

 

2019-Dec-05

ფილმის ჩვენება - "ღორი"-ს პრემიერა

3 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანის\" პირველ დარბაზში გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმის \"ღორი\" პრემიერა შედგა.

 

2019-Dec-04
uploads/IMG_7423.JPG

ფესტივალის მეორე დღე

3 დეკემბერი, კინოთეატრი \"ამირანი\", ფესტივალის მეორე დღე

 

2019-Dec-04
<

ფილმის ჩვენება - "იტალიელი მოგზაური"

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ \"ამირანის\" მეორე დარბაზში ფერნან მოშკოვიჩის ფილმის „იტალიელი მოგზაური“ ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელი მწერალ ჯიოვანი მასტრანჯელოს გაესაუბრა.

 

2019-Dec-04

ფილმის ჩვენება - "თორმეტი გაკვეთილი"

3 დეკემებერს, ფილმის \"თორმეტი გაკვეთილი ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორ გიორგი მრევლიშვილთან და ფილმის მსახიობებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

 

2019-Dec-04

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება

3 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

 

2019-Dec-04

პირველი საფესტივალო დღე

2 დეკემბერს, კინოთეატრ \"ამირანში\" თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი დღე გაიმართა. მაყურებელმა იხილა ორი ქართული ფილმი, რომლებიც \"ოქროს პრომეთეს\" მოსაპოვებლად იბრძვიან.

2019-Dec-03

ფილმის ჩვენება - "კომეტები"

2 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში ეროვნულ კონკურსში მონაწილე ფილმის „კომეტები“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებამდე მაყურებელს ფილმის რეჟისორმა თამარ შავგულიძემ მიმართა. ჩვენების შემდეგ კი მაყურებელს საშუალება მიეცა რეჟისორს გასაუბრებოდა.

ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო). „კომეტები“ მისთვის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

2019-Dec-03

ფილმის ჩვენება - "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე"

2 დეკემბერს, პირველ დარბაზში ნაჩვენები გახლდათ კიდევ ერთი ეროვნულ კონკურსში მონაწილე სურათი. „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ დიტო ცინცაძის ფილმია, რომლის ჩვენება შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებული გამოდგა და ორი პრიზით დაჯილდოვდა: „ოქროს თასი - ჟიურის გრან-პრი“ დიტო ცინცაძემ, ხოლო „ოქროს თასი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის სალომე დემურიამ მიიღო. ჩვენების შემდეგ მაყურებელთა კითხვებს ფილმის პროდიუსერმა რუსუდან გლურჯიძემ და მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ უპასუხეს.

 

 

2019-Dec-03