ნილ ბრენდის ვორქშოფი

დღეს "ფაბრიკაში" თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ინგლისელი დრამატურგისა და კომპოზიტორის, ნილ ბრენდის ვორქშოპი გაიმართა. 30 წელზე მეტია, რაც ნილი უხმო ფილმების აკომპანიატორია. მას რეგულარულად უწევს მუშაობა ლონდონში, ბარბიკანის ცენტრში, ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის ეროვნულ კინოთეატრში, დიდ ბრიტანეთსა და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ვორქშოპზე ნილ ბრენდმა კინოსა და მუსიკის ისტორიული კავშირების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც მაყურებელს შესვენების საშუალება მიეცა. შემდეგ კომპოზიტორმა კინომუსიკაზე ასახული ტექნოლოგიური ცვლილებების თემა განიხილა.

 

2019-Dec-02