ფილმის ჩვენება - "კომეტები"

2 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში ეროვნულ კონკურსში მონაწილე ფილმის „კომეტები“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებამდე მაყურებელს ფილმის რეჟისორმა თამარ შავგულიძემ მიმართა. ჩვენების შემდეგ კი მაყურებელს საშუალება მიეცა რეჟისორს გასაუბრებოდა.

ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო). „კომეტები“ მისთვის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

2019-Dec-03